მარნეული
"მაშტაბური ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა მიიღოს" - კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები One Caucasus-ის შესახებ
დღეს, 30 მარტს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მარნეულის „კულტურის ცენტრმა“ უმასპინძლა შეხვედრას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თემაზე „კულტურა, ქვეყნის მ,დგრადი განვითარების წამმართველი და ხელშემწყობი ფაქტორი“. სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მარნეულში, კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მომხსენებლებმა, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ კურატორმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ელინა გედენიძემ და ნინო ახალაიამ ისიაუბრეს სამინისტოს პოლიტიკაზე რეგიონებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომ სერვისებზე (კონკურსები, კულტურული მარშრუტები) და ასევე კულტურის სტრატეგიის განხორციელების რეგიონული სამოქმედო გეგმების შემუშავების აუცილებლობასა და პრინციპებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართებოდა და დამსწრე საზოგადოებას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა შეეძლო. ერთ-ერთი კითხვა რომელიც შეხვედრის დამსწრეებმა სამინისტროს წარმომადგენლებს დაუსვეს ფესტივალ „ერთიან კავკასიას“ (One Caucasus) შეეხებოდა.

როგორც უკვე ცნობილია ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ მარნეულში ჩატარების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნისნის ქვეშაა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ მარნეულში ამდაგვარი მაშტაბური ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ მერიას მოსახლეობისათვის ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ კითხვა ჯერ არ დაუსვამს.

რადიო „მარნეული“


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
15:26 / 21.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა
რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
14:50 / 21.03.2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
12:44 / 21.03.2019
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,
სავარაუდოდ, 19 მაისს
12:27 / 21.03.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30
კაკლის ხე მოჭრეს.
21:35 / 20.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30 კაკლის ხე მოჭრეს.
დღეს, 20 მარტს, მარნეულის „დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით შეხვედრა
გაიმართა თემაზე - „სახელმწიფო სერვისები გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის განხორციელებისთვის“.
16:56 / 20.03.2019
დღეს, 20 მარტს, მარნეულის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თემაზე - „სახელმწიფო სერვისები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის“.
მარტის დასაწყისში რადიო „მარნეულს“ ეწვია დელეგაცია ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის
ოფისიდან, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში
იმყოფებოდა დახმარების პროგრამების შესაფასებლად და სამომავლო
პრიორიტეტების დასასახად.
16:09 / 20.03.2019
მარტის დასაწყისში რადიო „მარნეულს“ ეწვია დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის ოფისიდან, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა დახმარების პროგრამების შესაფასებლად და სამომავლო პრიორიტეტების დასასახად.