რას ნიშნავს წითელი პარასკევი?

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია.

წითელ პარასკევს ასევე დიდ პარასკევადაც მოიხსენიებენ, ის ვნების კვირის პარასკევია და ქრისტიანულმა ეკლესიამ ქრისტეს ჯვარცმის დღის აღსანიშნავად დააწესა. 

წითელი პარასკევი ქრისტიანებისათვის ყველაზე მძიმე დღეა და როგორც წესი ამ დღეს სააღდგომო კვერცხებს წითლად ღებავენ.
სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების შესახებ პირველი წერილობითი ცნობა X საუკუნით თარიღდება.

ხელნაწერ პერგამენტში, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკთან ახლოს, წმინდა ანასტასის მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახება, საეკლესიო წესდების ბოლოში მითითებულია, რომ აღდგომაზე აუცილებელი ლოცვების აღვლენის შემდეგ უნდა წაიკითხონ კვერცხისა და ყველის საკურთხებელი ლოცვა, რომლის დროსაც იღუმენი თავის თანამოძმეებს მოხარშულ კვერცხებს დაურიგებს სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა!”. „ნომოკანონ ფოტიას” ხელნაწერის თანახმად (XIII საუკუნე) კი იღუმენს შეეძლო დაესაჯა ის ბერი, რომელიც აღდგომა დღეს წითელ კვერცხს არ შეჭამდა და ამით ტრადიციას შეურაცხყოფდა.


რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები