„აჰლი ბეითი“-ს და ქალთა გაერთიანება „ზეინაბი“-ს ორგანიზებით იმამ მეჰდის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დღეს, 2 მაისს მარნეულის კულტურის
ცენტრში საზოგადოება „აჰლი ბეითი“, „აჰლი ბეითის“ მოყვარულთა ფორუმის,
და ქალთა გაერთიანება „ზეინაბის“ ორგანიზებით მე-12 იმამის, იმამ
მეჰდის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,
რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი
თვითმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარ დეპუტატები და სხვა
დაინტერესებული პირები.
ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოსული სტუმარი,
ჰოჯათულ-ისლამ-ველ-მუსლიმინ რაჰიმ ქარგარი, დამსწრეების წინაშე
სიტყვით გამოვიდა და იმამ მეჰდის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიება დასრულდა ჯგუფ „ალი თაჰას“ სასულიერო სიმღერებით.
რადიო "მარნეული"