სიახლე
ახალი საბავშვო სკვერი მარნეულში - მოქალაქეს ინიციატივა და მერიის დუმილი
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მარნეულში მცხოვრებმა რაიან სმიტმა კამპანია, სახელად „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ დაიწყო . მათ გვერდზე მარნეულის მოსახლეობისათვის მიმართვაა გამოქვეყნებული.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება! მარნეულს, როგორც ყველა რეგიონალურ ცენტრს სჭირდება ბავშვთა სათამაშო მოედანი. აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ადგილი სადაც ბავშვებს და მათ ოჯახებს შეეძლბათ დროის სასიამოვნოდ გატარება. თუ ეთანხმებით ჩვენს იდეას, გთხოვთ მოიწონით და გაუზიაროთ ჩვენი გვერდი თქვენს მეგობრებს. გააგებინეთ ქალაქის ხელისუფლებას, რომ გსურთ გქონდეთ უსაფრთხო ბავშვთა სათამაშო მოედანი. მოქმედების დროა!!“ წერია მიმარვაში.

ამერიკელი რაიან სმიტი მეუღლესთან და მცირეწლოვან ბაშვთან ერთად უკვე 4 წელზე მეტია რაც მარნეულში ცხოვრობს. მას აქვს აღმოსავლური ხელნაკეთი ხალიჩების ბიზნესი და სურს, რომ მის შვილს ჰქონდეს საშუალება მარნეულშიც აქტიურად ითამაშოს ღია ცის ქვეშ.

„ფეისბუქზე გავხსენით გვერდი საიდანაც გვინდა რომ მარნეულელებმა გაიგონ ჩვენი ინიციატივის შესახებ და გამოთქვან საკუთარი მოსაზრება. გვიჭერენ თუ არა მხარეს? მოწონთ თუ არა ეს იდეა? მათი აზრი მნიშვნელოვანია.“ - რაიან სმიტი

რაიანი ერთ წელზე მეტია რაც ცდილობს მარნეულის ჯერ გამგეობისგან ახლა კი უკვე მერიისგან მოიპოვოს თანხმობა და გამოყოფილ ნებადართულ ადგილას, საკუთარი სახსრებით, საბავშვო მოედანი მოაწყოს. ოფიციალური წერილით მიმართვამ შედეგი ვერ გამოიღო და რაიანს დღემდე არ აქვს პასუხი თუ რატომ არ აძლევენ მას მოედნის მოწყობის საშვალებას. რაიანი მერსაც შეხვდა და ის მას პროებლემის გარკვევაში დაპირდა.

„ერთი თვის წინ მერს შევხვდი და მითხრა, რომ ამ საქმეს მიხედავენ. დამაკავშირა ვიღაც პიროვნებასთან, რომელსაც ჯოშკუნი ჰქვია. ვკითხრე ამ პირს როდის გადაწყდება ჩვენი საკითხი და როდის შემიძლია მივიღო პასუხი. დამპირდნენ, რომ პარასკევს მივიღებდი პასუხს, თუმცა კავშირზე არ გამოსულან.“ - რაიან სმიტი

რაიანს აქვს გაწერილი გეგმა და სავარაუდო თანხები თუ რა დაუჯდება საბავშვო მოედნის მოწყობა.

ამ ეტაპისათვის მარნეულის მერიის პოზიცია ჩვენთვის უცნობია.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
20:57 / 21.03.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
15:26 / 21.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა
რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
14:50 / 21.03.2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
12:44 / 21.03.2019
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,
სავარაუდოდ, 19 მაისს
12:27 / 21.03.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ.
საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ
წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას
მიიღებს.
10:00 / 21.03.2019
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30
კაკლის ხე მოჭრეს.
21:35 / 20.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30 კაკლის ხე მოჭრეს.