სიახლე
საბავშვო მოედნის მოწყობის სურვილი და შესაძლო კანონდარღვევა მერიის მხრიდან
სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე მარნეულში მცხოვრებმა რაიან სმიტმა კამპანია, სახელად „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ დაიწყო ფეისბუქ გვერდზე მარნეულის მოსახლეობისათვის  გამოქვეყნებულია მიმართვა.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება! მარნეულს, როგორც ყველა რეგიონალურ ცენტრს სჭირდება ბავშვთა სათამაშო მოედანი. აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ადგილი, სადაც ბავშვებს და მათ ოჯახებს შეეძლბათ დროის სასიამოვნოდ გატარება. თუ ეთანხმებით ჩვენს იდეას, გთხოვთ მოიწონით და გაუზიაროთ ჩვენი გვერდი თქვენს მეგობრებს. გააგებინეთ ქალაქის ხელისუფლებას, რომ გსურთ გქონდეთ უსაფრთხო ბავშვთა სათამაშო მოედანი. მოქმედების დროა!!“ წერია მიმარვაში.

როგორც მიმართვიდან ჩან,ს რაინ სმიტს მერიისათვის ხმის მიწვდენა სურს, რათა მის მიერ ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში მიწერილ წერილზე მერიამ პასუხი გასცეს.

როგორც 1 დეკემბერს, ჩვენთან საუბრისს რაიანმა თქვა, მან საბავშვო სკვერის მოწყობის ნებართვის ასაღებად მარნეულის მუნციპალიტეტს მიმართა, მაგრამ წეილზე პასუხი სამი თვის შემდგომაც არ ჰქონდა.

როგორც დღეს, 4 ივნისს, მარნეულის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, ბრაინ სმიტსა და მარნეულის მერიას შორის ოფიციალური მიმოწერის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვერ მოგვაწვდიდა, რადგან ამ შემთხვევაში მესამე მხარეს წარმოვადგენთ. ხოლო კითხვაზე, მიწერეს თუ არა სმიტს წერილი მარნეულის მერიიდან გვიპასუხა, რომ ის ამ ინფორმაციას არ ფლობდა და ვითარების გარკვევა ზემდგომ სტრუქტურებთან გვირჩია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშა, რომ ის თავადაც დაინტერესდა ბრაიან სმიტის წერილით და ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა. ნინო დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ წერილი შესაძლოა მერიიდან გაგზავნილი უკვე იყოს, მაგრამ ადრესატამდე ვერ მივიდა.

მიუხედავად მარნეულის მერიის კომენტარისა, ბრაიან სმიტი ამბობს, რომ მის მიერ მიწერილ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღია. რა შემთხვევაშიც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მარნეულის მერიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ კამპანიას მარნეულის მოსახლეობა დადებითად გამოეხმაურა.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
20:57 / 21.03.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
15:26 / 21.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა
რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
14:50 / 21.03.2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
12:44 / 21.03.2019
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,
სავარაუდოდ, 19 მაისს
12:27 / 21.03.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ.
საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ
წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას
მიიღებს.
10:00 / 21.03.2019
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30
კაკლის ხე მოჭრეს.
21:35 / 20.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30 კაკლის ხე მოჭრეს.