ორ მარნეულელ ახალგაზრდას "საქართველოს მოხალისეობა" შეეძლება
„საქართველოს მოხალისე“ მოხალისეობის მსურველ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდების მიღებას იწყებს.

კონკურსი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში და თბილისშია გამოცხადებული, თითოეული მუნიციპალიტეტიდან კი 2 მოხალისე შეირჩევა.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, შემდეგ ელექტრონულ მუსამართზე: youth.indygo.ge

ხოლო პირველი ეტაპის გადალახვის შემდგომ კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც 2 ახალგაზრდას შეარჩევენ, რომლებიც 5 დღის განმავლობაში მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარებს გაივლიან და მოხალისის სტატუსს მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოხალისეები გადამზადების შემდეგ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, უშუალოდ განახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა -სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

პროგრამა „საქართველოს მოხალისეს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, რომლის მიზანიც ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები