ღვინის ფესტივალი მარნეულში




დღეს დილიდან, მარნეულში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშემოდგომო განწყობაა. ადვილად შეიგრძნობთ განსაკუთრებულ სურნელსა და ფერადოვნებას. მარნეული ღვნის ფესტივალს ზეიმობს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი თვლის, რომ მარნეულში ღვინის ფესტივალის გამართვა სიმბოლურია. ისაუბრა იმირის გადაჭრილი გორის განვითარების საჭიროებაზეც.


მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლმა ზაურ ტაბატაძემ ღვინის ფესტივალის აღნიშვნა მნიშვნელოვნად შეაფასდადა თქვა, რომ სწორედ მარნეულს უკავშირდება ღვინის წარმოშობა

ღონისძიებისას საზეიმოდ დაიწურა ყურძენი საწნახელში, მოდუღდა თათარა და ამოივლო ჩურჩხეელები. სხვადასხვა ანსამბლებმა შეასრულეს ქართულ სიმღერები. ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს

წელს ღვინის ფესტივალი უკვე მეხუთედ აღინიშნება მარნეულში და მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ არა ერთ საინტერესო ღონისძიებას. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები.








ზაურ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები