საიმერლოში მეორე მსოფლიო ომის მემორიალს, 8 თვეზე მეტია, ხე იკავებს
საიმერლოში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი 8 თვეზე მეტია ხეზეა მიყუდებული.

მემორიალი თავისი პირვანდელი ადგილიდან საბავშვო ბაღის მშენებლობის გამო აიღეს, რომლის მშენებლობაც წესით დღეს, 10 დეკემბერს უნდა დასრულებული. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, მემორიალს ახალი ბაღის წინ, მშენებლობის დასრულების შემდეგ განათავსებენ.

ბაღის სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება მეორე მსოფლიო ომის მემორიალი საიმერლოში და როდის „დაისვენებს“ ხე, რომელზეც 2 მაისური ფილაა მიყუდებული.




რა
დიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები