მარნეულელი რეპერისათვის „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გაგდების მიზეზი გაურკვეველია
მარნეულელი რეპერის აფიგ ნოვრუზოვისთვის მუსიკალური პროექტიდან გაგდების მიზეზი გაურკევეველია. ის მონაწილეობას პირველი არხის კონკურსში „საქართველოს ვარსკვლავი“ იღებდა. აფიგმა ჟიურის მოწონება საკუთარი ნამღერით დაიმსახურა, თუმცა ქასთინგის მეორე ტურში ვერ გადავიდა. ამბოს, რომ მიზეზები მისთვის ბუნდოვანია. რის გამც ფეისბუქ ლაივიც ჩაწერა და საჯაროდ განაცხადა, რომ მას დაურეკეს და აცნობეს, რომ კონკურსის შემდეგი ეტაპი ვერ გაიარა.

რადიო მარეული „საქართველოს ვარსკვლავის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ნოვრუზოვს კონკურსთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, თუმცა ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ აფიგის პრეტენზია მათთვის გაურკვეველია, კონკურსის პირობებების თანახმად, მონაწილეების გამოკლება ბუნებრივია. საქართველოს ვარსკვლავი უცხოური ქვეყნის კონკურსის ანალოგია და შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„საქართველოს ვარსკვლავი“ არის ოფიციალური ფორმატი მუსიკალური პროექტის American Idol-ის და POP Idol-ის ქართული ანალოგი. პროექტის ფორმატიდან გამომდინარე არსებობს კატინგის ორი ეტაპი. პირველი ეტაპია როდესაც ჟიური უსმენს ასეულობით კონკურსანტს და აძლევს ოქროს ბილეთს და მეორე ეტაპზე ჟიური უკვე მოწონებულებს შორის არჩევს თუ ვინ დაიბაროს მეორე ტურზე მოსასმენად იმისათვის, რომ გაარკვიოს საუკეთესოთაგან თუ ვნ იქნება 10 კონკურსანტში. აქედან გამომდინარე ეს არაა „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთჯერადი გადაწყვეტილება და ასე ხდება სულ“ - ამბობს პროექტის წარმომადგენელი

აღსანიშნავია, რომ „ საქართველოს ვარსკვლევის“ მეორე ტურის ქასთინგი ჯერ ეთერში არ გასულა.

Print