რამდენად მნიშვნელოვანია თეატრი საზოგადოების განვითარებისათვის? – 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს, 27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თეატრის საერთაშორისო დღე 1961 წლიდან თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და მისი დევიზია „თეატრი - ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და მშვიდობის განმტკიცების საშუალება“.

თეატრის მნიშვნელობისა და როლის შესახებ ჩვენ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ აზერ მუსაოღლუს გავესაუბრეთ.


„თეატრის არსებობა, რა თქმა უნდა, საჭიროა. საუკუნეების განმავლობაში თეატრები არსებობდნენ. ასევე, თეატრი ერის კულტურის მაჩვენებელია. თუ ერს თეატრი, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი არ აქვს ეს ნიშნავს, რომ არც კულტურა აქვს. ადრე თეატრი ადამიანებისთვის საგანმანათლებლო მიზანს თუ ატარებდა, თანამედროვე დროში მან კულტურული გართობის წყაროს ფუნქციაც შეითვისა.“ - ამბობს აზერ მუსაოღლუ

აზერ მუსაოღლუს მსგავსად, თეატრი ერას სამხატვრო ხელმძღვანელი ანარ რაფიგოღლუც თვლის, რომ თეატრი საზოგადოების განვითარების ყველაზე კარგი მაჩვენებელია.



„თეატრი არის კულტურა. კულტურის გარეშე არც ერთი საზოგადობა, ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება. თუ რომელიმე ერს კულტურა არ აქვს, ესეიგი ის ერი ჩაქრება. ბედნიერი საზოგადოება კი ისაა, სადაც თეატრის გაგება და კულტურა არსებობს.“
- გვეუბნება ანარ რაფიგოღლუ

ჯერ-ჯერობით, მარნეულში თეატრი არ არსებობს, მაგრამ როგორც მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ღონისძიებების ორგანიზატორმა და მსახიობმა ზურა ხაფთანმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მარნეულის დასისათვის თეატრის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობა დაწყებულია და იმედს იტოვებს, რომ მარნეულს უახლოეს მომავალში საკუთარი თეატრი ექნება. ხაფთანმა ჩვენთან საუბრისას საზოგადოების განვითარებისათვის თეატრის როლზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თეატრის მხრიდან სწორედ გადაცემული პრობლემის მოგვარება, მაყურებლის მხრიდან სწორედ აღქმის შემდგომ გაცილებით იოლია.


„თეატრს ძალიან დიდი ძალა აქვს. თეატრიდან, სცენიდან, შეიძლება ისეთი რაღაცეების თქმა და ისეთი რაღაცეების მიტანა საზოგადოებამდე, და შემდგომ საზოგადოების განვითარრება, რაც სხვა სახელოვნებო სფეროებმა შეიძლება ვერ შეძლონ. თეატრს ძალიან დიდი ძალა აქვს და ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის განვითარებააში.“ - გვითხრა ზურა ხაფთანმა

თეატრის საერთაშორისო დღესთან ერთად, ქართული თეატრის მოღვაწეები თავიანთ ეროვნულ დღესასწაულს „ქართული თეატრის დღესაც“ აღნიშნავენ, რომელიც 14 იანვარს იმართება.






ყრდის ფოტო: რადიო "მარნეული"  მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლიდან - "აირწინაღი"
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები