ახალგაზრდა მსახიობი თეატრიდან მიდის
2018 წელს საქართველოში თეატრმა „ერამ“ ფუნქციონირება დაიწყო. თეატრი თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის მსახიობმა ანარ რაფიგოღლუმ დააფუძვნა.

ანაარ რაფიგოღლუსა და რაბილ ისმაილოვის მიერ დაფუძნებული თეატრის ძირითადი მიზანი მსახიობობისა და თეატრის მიმართ ინტერესის მქინე ახალგაზრდების ერთად შეკრებაა. თეატრის დამფუძნებელი ასევე "სერდარის" როლის შემსრულებელი რაბილ ისმაილოვი თეატრიდან მიდის.. სპექტაქლ „ამ გზის ბოლო გაჩერებაში“ სერდარის როლის შემსრულებელმა მაყურებლების სიყვარული დაიმსახურა და მისი თეატრიდან წასვლის შესახებ მაყურებლებს გარკვეული კითხვები გაუჩნდა.

რაბილ ისმაილოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ამჟამად სხვადაახვა პროექტებში მონაწილეობის გამო თეატრი ერიდან წასვლა მისთვის და თეატრისთვის სწორ გადაწყვეტილება იქნება. ისმაილოივი ამბობს, რომ ახალგაზრდებთან დაკავშირებით პროექტებს ამზადებს.

ისმაილოვის თქმით, გასაკეთებელი საქმეები დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს. ამიტომ თეატრისთვის დროს ვერ პოულობს.

მსახიობი თეატრიდან წასვლას ისეთივე რთულად ააფასებს, როგორც თავდაპირველად მისი შექმნის პროცესი იყო.

„თეატრ „ერას“ ბევრი პროექტები, წარმატებები ექნება. ამაში დარწმუნებული ვარ და მე ცოტა არ მიმუშავია ამ თეატრის განვითარებისათვის. ამჟამად თეატრი საკმარისად გაიზარდა. რა თქმა უნდა, როცა საჭირო გახდება მეც დავეხმარები, მაგრამ როგორც ოფიციალური პირი და არა მსახიობი. არ მინდოდა, რომ თეატრს ასე მალე დავშორებოდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ასე მოხდა. 4-5 წლის შემდეგ მინდოდა წასვლა. 20-30 წლის შემდეგ, როცა 40-45 წლის ვიქნები მაშინ შემიძლია დავბრუნდე.“ - ამბობს რაბილ ისმაილოვი.

ისმაილოვის თქმით, სპექტაქლმა „ამ გზის ბოლო გაჩერებამ“ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. თუ საჭირო გახდება, ამ სპექტაკლში მონაწილეობას კვლავ მიიღებს, მაგრამ ახალ დადგმებში მას ვეღარ ვიხილავთ. რაბილმა ისიც აღნიშნა, რომ თუ სერდარის როლს სხვა მსახიობი შეასრულებს სპექტაქლს, როგორც მაყურებელი, დიდი ინტერესით დაესწრება. მან თქვა, რომ პირველივე დღიდან თეატრის შექმნის მიზანი საზოგადოებაში, ახალგაზრდებში თეატრისადმი ინტერესის გამოწვევა იყო და მიზანი მიღწეულია.

რადიო „მარნეული“


Print