რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ "настоящее время" "новая газета"-ზე დაყრდნობით იუწყება. 

თებერვალში რეჟისორი ფილტვების ანთების დიაგნოზით  სავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. ბავშვობაშივე მშობლებთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 

დანელიამ საბჭოთაა კინემატოგრაფის ცნობილი ფილმები გადაიღო, ისეთი როგორცაა: "მიმინო" , "აფონია",  "კინდზაზა" და სხვა. 


Print