One Caucasus-ის ღონისძიების ორგანიზებისათვის მერია 27 864 ლარს დახარჯავს
ფესტივალ „ერთიან კავკასიის“ (One Caucasus)
დაწყებამდე 20 დღეა დარჩენილი.
მარნეულელებს, და არა მარტო, 4 დღის განმავლობაში
შეეძლებათ მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას, გაეცნონ საქართველოს,
აზერბაიჯანის და სომხეთის კულტურას და დაისვენონ მარნეულის სოფელ
წერაქვში.
ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაა.
მერიამ ,,One Caucasus”-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურების
შესყიდვისათვის დღეს, 2 აგვისტოს, ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის
მიხედვით, მერია ფესტივალის ღონისძიების მომსახურეობაში 27 864 ლარს
დახარჯავს.
ტენდრში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების
წარდგენა 10-დან 12 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ.
ფესტივალი „One Caucasus” მარნეულის სოფელ წერაქვში 22-25 აგვისტოს
გაიმართება.
რადიო „მარნეული“