ღვინის ფესტივალი მარნეულში 10 ოქტომბერს გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წლის 10 ოქტომბერს ღვინის ფესტივალის გამართვას გეგმავს.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ფესტივალისათვის მუნიციპალიტეტი 23 927 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფესტივალზე განთავსებული იქნება საწნახელი, სადაც დაიწყრება ღვინო, სხვადასხვა ტევადობის მუხის კასრები, მეარღნე და ტიკი, ტრადიციული სუფრა და სხვადასხვა სახის გაფორმებები, რომლებიც ფესტივალის თემატიკას გაუსვამს ხაზს.

ღვინის ფესტივალი მარნეულში 2016 წლიდან ტრადება. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე საწარმოები.

„მარნეულის ცნობადობისა და აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლის პოპულარიზაციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი და საჭოროა ეს ფესტივალი. ასევე, ესაა ერთგვარი მოტივაცია ადგილობრივი მეღვინეებისა და მეწარმეებისთვის, რომ ღვინის წარმოება და მევენახეობა მეტად განვითარდეს“ - ამბობს მარიამ ხაჩიძე

ღვინის ფესტივალის ორგანიზების მომსახურების შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ 23 სექტემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები