ბახტაძე ბატიაშვილის გადადგომის შემდეგ: „განათლება არის ეროვნული იდეა“
„განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს“, — წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის შემდეგ.

ბატიაშვილი 7 ნოემბერს გადადგა თანამდებობიდან. ჯერჯერობით მთავრობაში არ დაუზუსტებიათ, ვინ დაიკავებს მის თანამდებობას. ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ბატიაშვილის მინისტრობა შეაქო და დაწერა:

მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც“, — წერს იგი

„ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევრებს. წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების – ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში“, — დაწერა მან.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას ავალდებულებს ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე. სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი“, — წერს იგი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები