მარნეულში სამდღიანი ფესტივალი გაიმართება

CinéDOC - On Tour მარნეულში 27, 28 და 29 ნოემბერს მინი ფესტივალს წარმოგიდგენთ.
სამდღიანი ფესტივალი მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელიც დატვირთული იქნება კინოჩვენებებით და სხვადასხვა ინდუსტრიული და გასართობი პროგრამით. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტმა დავით ჭიკაძემ თქვა, მსგავს ფესტივალს მარნეული პირველად მასპინძლობს. 

„წელს არის საპილოტე პროგრამა რეგინებში. ეს ფესტივალი გაიმართა გორში, რაჭაში და მესამე იქნება მარნეულში, სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება დატვირთული . დოკუმენტური ფილმების ჩვენება იქნება, რომელიც ჯერ არსადაა ნაჩვენები. მოწვეული იქნებიან რეჟისორები, მსახიობები, რომლებიც ფილმის ჩვენებების შემდეგ დაინტერესებულ მაყურებლებს გაესაუბრებიან და სხვა ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი“,- გვითხრა დავით ჭიკაძემ

ფესტივალი მარნეულის კულტურის სახლში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.

გთავაზობთ ფესტივალის პროგრამის ჩამონათვალს:


ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019
18:00 - 19:00
გამოფენა | Exhibition
19:00 - 19:40
თბილისიდან ტენესიმდე | Tbilisi to Tennessee
19:00 - 20:00
მთავარი გმირის პერფორმანსი | performance of the Protagonist
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019
14:30 - 15:30
საბავშვო ფილმები: ბილი, აუუუნა, გრავიტაციის გარეშე, მწარე გაკვევთილი | Billie, Auuuna, No Gravity, Bitter lesson |
15:30 - 16:30
ცხოვრება სანაპიროა, პუნამის ბედისწერა, გოგონა გრავიტაციის წინააღმდეგ | Kids on the silk road. trilogy
18:00 - 20:00
ჯამბაზის კალენდარი | Jester's Calendar
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019
17:00 - 18:00
ლექცია: ქართული კინოავანგარდი | Lecture: Georgian Avangard Cinema
18:00 - 20:00
ფესტივალის დახურვის ცერემონია, კინოჩვენება მუჰი - ზოგადად და დროებით |Closing ceremony: Muhi - Generally Temporary

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები