მიწის ჩერშენბე სადახლოში
ყოველ წელს, სადახლოს მეზობელ სოფლებში - ხულდარა, მოლაოღლუ და ცოფში დიდი ზეიმით აღინიშნება ნოვრუზის ბოლო ჩერშენბე (სამშაბათი)
დღეს მიწის ჩერშენბეა. ძველი ტრადიციების მიხედვით, ამ დღეს სახლებში კოცონს ანთებენ და ცეცხლზე გადახტომით სურვილების ასრულებას იმედოვნებენ.

„ჩვენს სოფელში ბოლო ჩერშენბე დიდი ზეიმით აღინიშნება. პატარა ბავშვები დღისით უბანში სახლებთან ქუდს აგდებენ და ტკბილეულს აგროვებენ", - ამბობს ადგილობრივი

სადახლოსა და მეზობელ სოფლებში, ბოლო ჩერშენბე 21 მარტს განსხვავებულად, დიდი ზეიმით აღინიშნება.

„ჩერშენბე“ , ანუ სამშაბათი - ასე ჰქვია ტრადიციას, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე აღინიშნება.

ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია.

„ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

ავტორი: აისუნ შაფარაევა






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google