როდის დაიწყება რამაზანის თვე - განმარტება

საქართველოში რამაზანის თვის პირველი დღე, 24 აპრილის ღამეს დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა უთხრრა. მისი თქმით, რამაზანის პირველი დღე 24 ან 25 აპრილი იქნება. 

რამინ იგიდოვმა ისიც აღნიშნა, რომ რამაზანის თვის დაწყებას მთვარის კალენდრით აცნობენ და სწორედ მთვარის გამოჩენით განისაზღვრება თუ როდის დაიწყება თვე. ამიტომ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რამაზანის პირველ დღედ 24 , ზოგ ქვეყნებში კი 25 აპრილი ჩაითვლება.

მუსლიმებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ ერთი დღით ადრე იმარხულონ.

„ზოგი მიზეზების გამო ვინც არ მარხულობდა იმ დღეების სანაცვლოდ რამაზანის დაწყებამდე უნდა იმარხულონ. თუ ის დღეები ისევ დააგვიანეს და არ იმარხულეს, მაგას თავისი წესები აქვს და უნდა განხორციელდეს“- ამბობს რამინ იგიდოვი

იგიდოვი ამბობს, რომ რამაზანის დღესასწაული 23 ან 24 მაისს დაემთხვება.

ისლამში რამაზანი ყველაზე წმინდა თვედ არის მიჩნეული. მას თერთმეტი თვის სულთანსაც უწდოებენ. მარხვა თავის ისტორიას ჰიჯრის კალნდრის მეორე წლიდან იღებს, როდესაც მუჰამედმა მედინეში ეს თვე დააწესა.  ყურანში ამ ღამესთან დაკავშირებით აიათიც არსებობს.

რამაზნაის თვეში მარხულობა მუსლიმებისსთვის ჰიჯრის მეორე (მილადის 622 წელი) წლიდან დაწესდა. რამაზანის თვე ადამიანებს ასწავლის სიყვარულის პრინციპებს, მოთმინების შემოწმების უფლებას აწლევს და ეს ყველაფერი მარხვით გამოიხატება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები