მარნეულელი მხატვარი „იუნესკოს მსოფლიო მხატვართა კავშირის“ წევრი გახდა

მარნეულელი მხატვარი რიზვან ისმაილი „იუნესკოს მსოფლიო მხატვრების კავშირის“ წევრი გახდა.



მან რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მხატვრობის ინტერესზე, გამოფენებსა და იუნესკოს წევრობის შესახებ ისაუბრა.

რიზვანი მხატვრობით ბავშვობიდან იყო გატაცებული, დროთა განმავლობაში კი უნარები განივითარა. 16 წლის ასაკში აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლაში ჩაირიცხა სადაც ოთხი წელი ისწავლა. რიზვანი უკვე 35 წელია რაც ხატავს. მან 2016 წელს საკუთარი სამხატვრო მიმდინარეობა „რიცხვების ფილოსოფია“ შექმნა.

„მხატვრისთვის ნახატები შვილისავეთაა. ისევე როგორც შვილებს არ ასხვავებს მშობელი, ასეა მხატვრისათვისაც მისი ნამუშევრები, ეს მისი სიცოცხლის ნაწილია. ნამუშევარი, რომელშიც ყველაზე მეტი აზრი ჩავდე არის ტაბლო, რომელიც ორი მეტრის სიგრძისაა, ეს ნახატიც „რიცხვების“ მეთოდით დავხატე“ - ამბობს რიზვან ისმაილი

რიზვან ისმაილოვის ნამუშევრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოიფინა. მხატვრის განცხადებით, გამოფენებზე სპეციალური პრიზებითაც დაჯილდოვდა. დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა რიზვანის სამხატვრო მიმდინარეობამ „ნუმეროლოგიამ“, რომლის შექმნისათვისაც პრიზი გადასცეს.

2020 წლის ივლისში კი ის „უნესკოს მსოფლიო მხატვარების კავშირის“ წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რიზვან ისმაილოვი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა ფედერაციის წევრი, აზერბაიჯანის რეკლამისტების კავშირის წევრი და ორგანიზაციის საქართველოს ბიუროს უფროსია.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები