მარნეულელი ახალგაზრდების ფილმის „რაიონი“-ს მეორე ნაწილი გამოვიდა (ვიდეო)

მარნეულელმა ახალგაზრდებმა ფილმ „რაიონი“-ს მეორე ნაწილი მაყურებლებს წარუდგინეს.

ფილმის გადაღებები ქალაქ მარნეულსა და თბილისში და ასევე სოფელ აზიზკენტსა და კაპანახჩიში მიმდინარეობდა. ფილმის ძირითადი თემა მარნეულელი ახალგაზრდების გამოწვევებია. ერთ საათიან ფილმში ძირითადად ახალგაზრდების იძულებითი ქორწინება და გოგოების მოტაცებაა აღწერილი. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ელმარ ხალილოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ „რაიონი“-ს პირველი ნაწილი კრიმინალურ მოვლენებს შეეხებოდა, ხოლო მეორე ნაწილი უფრო დრამატული ჟანრისაა და სიყვარულის თემას შეეხება.

ფილმი დაფინანსების გარეშე გადაიღეს. ხალილოვმა განაცხადა, რომ მომავალში ახალი ფილმის გადაღებასაც გეგმავენ, მაგრამ ამისთვის დაფინანსების არსებობაა აუცილებელი.

ელმარ ხალილოვმა აღნიშნა, რომ მან მარნეულის მერიის „ახალგაზრდული იდეების კონკურსშიც“ მიიღო მონაწილეობა და მისმა პროექტმა გაიმარჯვა. ხალილოვი პროექტის ფარგლებში ახალი ტექნიკის შეძენას აპირებს რითიც სამომავლოდ უფრო ხარისხიანი ფილმების გადაღებას გეგმავს.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები