ხულდარელი სახავატ ილიასოვი გრან-პრის მფლობელი გახდა

სოფელ ხულდარელმა 19 წლის სახავატ ილიასოვმა ფილმით „წერილი მომავლ თაობას“ ჯიპა მედია ლაბის პროექტში გრან-პრი მიიღო.

სახავატი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ კამრან ეფენდიევისა და არიზ დაშდამიროვის მიერ დაფუძვნებულ „გარაჟს“ მის წარმატებაში დიდი წვლილი აქვს. ილიასოვი ჯიპა მედია ლაბის პროექტში ხულდარის სათემო ცენტრ „გარაჟის“ მეშვეობით ჩაერთო.

პროექტში ჩართულმა ილიასოვმა მის მეგობრებთან, თაიფუნ ფაშაევთან და თურგაი დამირჩალოვთან, ერთად ფილმი „წერილი მომავალ თაობას“ გადაიღო. ფილმი ძირითადად სოფელ ხულდარას ისტორიას შეეხება.

„სოფლის ისტორიის, წარსულის შესახებ არანაირი ინფორმაცი არ გვაქვს. რაც ვიცით ისიც ბაბუებისგან, მამებისგან გვაქვს გაგებული. ჩვენ სოფლის უხუცესებს ვესაუბრეთ, კვლევა ჩავატარეთ და შევეცადეთ რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეგროვებინა. მართალია გადაღებებისას ბევრი სირთულე შეგვხვდა, მოსახლეობა მხოლოდ ხმის ჩაწერაზე გვთანხმდებოდა ვიდეოზე კი არა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ფილმი მაინც გადავიღეთ“ - გვითხრა სახავატ ილიასოვმა

20 დეკემბერს ჯიპა მედია ლაბის პროექტის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში, ფესტივალი „დოკუ“ გაიმართა. სწორედ ამ ფესტივალზე მოიპოვა გამარჯვება ახალი აზროვნების ინსტიტუტის ბენეფიციარმა სახავატ ილიასოვმა და ჯიპაში, ბაკალავრიატის საფეხურზე, უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მიიღო.

რადიო „მარნეული“

 

Print