მარნეული
სიმბოლური მხარდაჭერა რეალური საქმის დაწყებამდე- ნოვრუზ ბაირამის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებისთვის აქტივობა იწყება
საქართველოში ნოვრუზ ბაირამის ეროვნულ დღესასწაულად მიღების მიზნით ელექტრონული პეტიცია შეიქმნა,რომლის მეშვეობით ხელმომწერებს შეუძლიათ გამოაცხადონ ამ საკითხით მიმართ საკუთარი მხარდაჭერა და პოზიცია.
(ხელმოწერების შეგროვება ამ ბმულზე შესვლით ხდება -  https://manifest.ge/main/item/3197?fbclid=IwAR00BfSaR-2VQjsU4Rr1nkzyr88XFwL5fBKTShcqaKuneIpvqNAD9CdIDoY )

სიმბოლური მხარდაჭერა მნისვნელოვანია ამბობს პეტიციის ავტორი სამირა ბაირამოვა. როგორც აქტივისტი ხსნის,   ეს იქნება პარლამენტისთვის რეალური ხელმოწერების და კანონპროექტის მომზადების წინაპირობა.

ინფორმაცია რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ განაცხადა.  ბაირამოვას თქმით, ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია. ის აცხადებს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანლებს წლებია სურთ, რომ ნოვრუზი საქართველოში ეროვნული დღესასწაული იყოს. გასულ წელს ამ თემაზე კანონპროექტის მომზადების და პარლამენტში წარდგენის იდეაც ჰქონდა, მაგრამ ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

"მიზანია, რომ ნოვრუზი მიიღონ როგორც ეროვნული დღესასწაული. ახლა გვინდა რომ მარნეულში აქტიურ ახალგაზრდებთან ერთად ვიბრძოლოთ რათა ნოვრუზი საქართველოს ეროვნული დღესასწაული გახდეს. მომდევნო კვირას კი კანონპროექტს წარადგნენე პარლამნტში. მხოლოდ ამასთან დაკავშირებით ახლა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, რომ ნოვრუზი ეროვნული დღესასწაულად გამოცხადდეს".

ბაირამოვას განცხადებით, უკვე წლებია რაც ნოვრუზის ჩერშენბეს მშვიდად და ზეიმით ხვდებიან. ამბობს, რომ ამ ტრადიციის შესანარჩუმებლად სამი წლის წინ საკუთარ სოფელ ალგეთში, მოსახლეობასთან ერთად, ჩერშემბეს აღნიშვნა დაიწყეს.

"ეს ჩვენთვის ყველაზე მნშვნელოვანი დღესასწაულია. დიდი ხანია, საბჭოთა კავშირის მერე, ეს ჩერშენბე თითქოს დაგვავიწყდა. როგორც ადრე, დიდი ზეიმით არ აღვნიშნავდით. 3 წლის წინ კი მე ალგეთში ახალაგზრდებთან ერთად ჩერშენბე დავაორგანიზე. შეიძლება ითქვას, რომ ახლიდან აღვადგინეთ ეს წესი. ეს მედიამ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. ეს მათთვისაც საინტერესო იყო".

ბაირამოვა აცხადებს, რომ ნოვრუზი აზერბაიჯანელი ხალხისთვის ძლაიან ძველი და ღირსეული დღესასწაულია.

"ეს ერთიანობა რომ აღვნიშნოთ ყველაზე კარგი მაგალითი უნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შესული ნოვრუზის დღესასწაულია. საქართველოში ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ამას ადასტურებს ქართული პოემა "ვეფხისტყაოსანიც". ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის გამყარებაში, კულტურული და სოციალური ურთიერთობების გაძლიერებაში მნშივნელოვან როლს თამაშობს".

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის პირველი ჩერშენბე, წყლის ჩერშენბე, 23 თებერვლას ემთხვევა. სამირა ბაირამოვამ თქვა, რომ 23 თებერვლას სოფელ ალგეთში წყლის ჩერშენბეს აღსანიშნავად ემზადებიან.

რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია