თეატრების გახსნის მიუხედავად თეატრი „ერა“ მუშაობას არ ანახლებს

დღეიდან, 8 მარტიდან, საქართველოში მოქმედ თეატრებს მუშაობის დაწყების უფლება მიეცათ.



მთავრობის განკარგულებით, სპექტაკლებზე დასწრების უფლება მაყურებლის 50%-ს შეეძლება. მიუხედავად იმის, რომ თეატრებს მუშაობის უფლება მიეცათ თბილისში მოქმედი თეატრი „ერა“ ჯერ არ გაიხსნება. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თეატრი „ერას“ მხატვრულმა ხელმძღვანელმა ანარ რაფიგოღლუმ დაადასტურა.

მსახიობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების გამო მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში თეატრი მუშაობას არ განაახლებს.

„ბოლო დროს მდგომარეობა კარგი არაა. ხშირად ამბობენ, რომ ახალი შეზღუდვები შეიძლება მიიღონ. ეს დიდ კითხვებს იწვევს. ერთი კვირის შემდეგ რა იქნება არ ვიცით. ჩვენ ველოდებით, რომ ყველაფერი ცოტა დალაგდეს“.

რაფუიგოღლუს თქმით, ქვეყანაში ვირუსის პირველი ტალღის დროს თეატრში “Stand up” შოუ უნდა გამართულიყო, მაგრამ დადგენილი შეზღუდვების გამო გადაიდო.

„მაგალითად, ჩვენ ოქტომბერში ათონელის თეატრთან შევთანხმდით და დღეც დავნიშნეთ. ოქტომბერსში თეატრი ერას და ჩემი “Stand up” შოუ უნდა გამართულიყო. ისე გამოვიდა, რომ აპრილში წესები ახლიდან გაამკაცრეს. თეატრების მოქმედება შეჩერდა და კარანტინი გამოცხადდა. სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვინდა რომ დღეს ბილეთები გავყიდოთ, განცხადებები გავაკეთოთ და იმ შემთხვევაში თუ ვითარება კვლავ გაუარესდება ჩვენი მაყურებელი გავანაწყენოთ. ეს, მაყურებლებთან ერთად, ჩვენზეც ცუდად მოქმედებს. ვშრომობთ, ვემზადებით, ეენრგიას ვხარჯავთ, მაგრამ მერე წესებს ამკაცრებენ და ნებართვას არ გვაქძლევენ. ჩვენ ვიცით, რომ თუ ახლიდან იქნება შეზღუდვები პირველი თეატრებს დახურავენ. ზაფხულშიც ასე იყო. ქვეყანაში ყველაფერი გაიხსნა, მხოლოდ თეატრები იყვნენ ვირუსის გამავრცელებელი. ახლა უფრო კრიტიკულია მდგომარეობა. ჩვენ ცოტა ლოდინი მოგვიწევს“.

ანარ რაფიგოღლუ აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების პრევენციის შემთხვევაში თეატრი მუშაობას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ თეატრი „ერა“ ამჟამად მსახიობობის კურსებს ატარებს.

რადიო „მარნეული“

 

Print