მარნეულელი მწერლის ქამურან კირიაკოვის მეორე წიგნი ბაქოში გამოიცა

მარნეულელი ახალგაზრდის, ქამრან კირიაკოვის, რიგით მეორე წიგნი, პოვესტი „სიცოცხლეში დაბრუნება ან თვითმკვლელობა, სიგიჟე და მუსიკა“ გამოქვეყნდა.

წიგნი ქალაქ ბაქოში გამომცემლობა „Ganun“-ში დაიბეჭდა.

ქამრან კირიაკოვის თქმით, წიგნის წერა ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ მისი დაბეჭდვა მხოლოდ ახლა შეძლო. წიგნში ისტორია სამი მეგობრის გარშემო ვითარდება.

ავტორის თქმით, წიგნი საკუთარი ხარჯებით გამოაქვეყნა. ამბობს, რომ წიგნის პრეზენტაციას ჯერ ქალაქ ბაქოში შემდეგ კი მარნეულში ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ქამრან კირიაკოვის პირვლეი წიგნი „ერთი ნაჭერი ვაშლი“ 2017 წელს ქალაქ თბილისში გამოქვეყნდა.

 

Print