კულტურის სფერო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხიდის როლს ასრულებს - ანარ ქერიმოვი

"საქართველოს პრემიერ- მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან, ძალიან კარგი შეხვედრა ჩაგვიტარდა" – ეს სიტყვები აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა 8 ივლისს აშუღ ქამანდარის სახლ- მუზემის გახსნაზე გამოაცხადა.

მისი თქმით, მათ შეხვედრაზე აზერბაიჯანის და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობაზე ისაუბრეს.

"კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ , რომ აზერბაიჯანს და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და ერთობა არსებობს. ამ ერთობისთვის რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო გაძლიერდეს".

ანარ ქერიმოვის თქმით აქ კულტურა დიდ როლს თამაშობს.

"ვთვლით რომ კულტურის მეშვეობით ჩვენს ხალხებს, ასევე სახელმწფიოებს შორის ხიდის როლს თამაშობს და ამით თანამშრომლობას უფრო გავაღრმავებთ".

აღსანიშნავია, რომ ანარ ქერიმოვის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი 6 ივლისს დაიწყო. ის საქართველოში რიგით სახელმიწო და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები