დღეს, 19 ივლისს, დილის საათებში ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის
სახელმწიფო დრამატიული თეატრის ყოფილი მსახიობი, ფაზილ ბაირამოვი
გარდაიცვალა.
ის რამდენიმე დღე თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მანამდე კი ფაზილ ბაირამოვი გარდაბანში მკურნალობდა. 14 ივლისს კი
თბილისის ერთ-ერთ საავამდმყოფოში გადაიყვანეს.
ფაზილ ბაირამოვს ფილტვების დაზიანება დაუდგინეს.
მსახიობი 1984 წელს 9 აგვისტოს დაიბადა. ის რამდენიმე სპექტაკლში
იღებდა მონაწილოებას. ბაირამოვი ბინალი ისლამოღლუს მიერ გადაღებულ
ფილმში, „მერი“ მონაწილოებდა.