მიტოვებული კინოთეატრის ახალი სიცოცხლე
წლების განმავლობაში ბოლნისის კინოთეატრის შენობა მიტოვებული იყო. უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრის ჭერი, კედლები და იატაკი დაზიანებულია და შეკეთება სჭირდება, მაგრამ ამის მიუხედავად ახალგაზრდები კინოჩვენებებს მაინც აწყობენ.

2014 წლიდან ბოლნისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა კინოთეატრის გაცოცხლება გადაწყვიტა. მას შემდეგ დიდი გზა განვლეს, ბევრი გამოწვევაც შეხვდათ, მაგრამ ამის მიუხედავად მიზანს მიაღწიეს და უკვე ორი თვეა რაც კინოთეატრში ფილმის ჩვენებები მიმდნარეობს.

"ნებისმიერი აქ მომსვლელი ადამიანი ხედავს, რომ შენობა ამ ეტაპზე სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ რახდგან საქმე ადგილიდან დაძრულია არ დაველოდებით იმ მომენტს როდესაც შენობაში ყველაფერი იდეალურად იქნება" - აცხადებს ბოლნისის კინოთეატრის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლაზარე გობაჯიშვილი

ვრცლად↓

რადიო "მარნეული"
Print