თარზე დამკვრელი რამინ ფირმამედოვი საქართველოს სახელით ესპანეთში საერთაშორისო ფესტივალზე გავიდა
ახალგაზრდა თარზანი რამინ ფირმამედოვი ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში ჩატარებული საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე და კონკურსზე “Fiestalonia Millenio” საქართველოს სახელით გამოვიდა. 19 წლის ფირმამედოვი რადიო ,,მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, თარზე დაკვრა 7-8 წლის ასაკიდან დაიწყო. დაკვრა მას, მასწავლებელმა ისმაილ რზაევმა ასწავლა. ფირმამედოვის თქმით საქართველოში რიგირთ ღონისძიებებზე და კონკურსებზე იღებდა მონაწილეობას. მაგრამ პირველად გამოვიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

„საქართველოს სახელით, აზერბაიჯანის მუსიკალური ინსტრუმენტის გაცნობა ძალიან კარგი შეგრძნებაა. ეს ისეთი ინსტრუმენტია, რომ მასზე ნებისმიერი სახის მუსიკა შეგიძლია დაუკვრა. საქართველოში პრიზები მაქვსაღებული, მაგრამ საზღვარგარეთ ეს პირველი იყო. აქ ბევრ კონცერტზე, ღონისძიებებზე ვიყავი და ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანს თბილისობას ვთვლი, 2015 და 2019 წლებში კონცერტზე მქონდა გამოსვლა“ .

რამინ ფირმამედოვის თქმით, ძალიან აწუხებს, რომ საქართველოში თარზე დაკვრა მხოლოდ მას შეუძლია.

„საქართველოში ერთადერთი თარზე დამკრავი მე ვარ და ეს სამწუხაროა. თუ გავითვალისწინებთ რომ საქართველოს აზერბაიჯანლები საუკუნეებია აქ ცხოვრობენ და დღემდე ამდენი ხალხისგან არც ერთი თარზე, ქამანჩაზე დამკრავი არ ყოფილა. ამის მოსაგვარებლად კი არანაირ ნაბიჯებს არდგამენ. მაგალითად, მუსიკალური სკოლა გახსნან და აზერბაიჯანიდან ჩამოიყვანონ მასწავლებლები.“

ესპანეთში კონკურსზე მონაწილეობისას რამინ ფირმამედოვი „ჩაჰარგაჰის რაპსოდისია“, გალა კონცერტზე კი ესპანური სიმღერა “Despacito” წარადგინა. მან თავისი გამოსვლებით ჟიურის მოწონება დაიმსახურა. კონკურსზე 10-ზე მეტი ქვეყნიდან მოზარდები და ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს კი ცეკვის ანსამბლი „იმედი“, ვოკალისტები და თარზანი რამინ ფირმამედოვი წარადგენდა. კონკურსის ბოლოს აზერბაიჯანის ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტი თარის შესახებ ჟიურის და კონკურსის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე თარის „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანაც აღნიშნეს. ფირმამედოვი კონკურსის ინსტრუმენტალისების ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველომ კი ფესტივალის მონაწილეებს შორის მეორე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ფირმამედოვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები