გარდაბნელი პოეტი „წლის მოთხრობის“ კონკურსში იღებს მონაწილეობას
გარდაბნელი ახალგაზრდა პოეტი, აზერ მუსაოღლუ კულის-აზ-ის მიერ გამოცხადებული „წლის მოთხრობის“ კონკურსში იღებს მონაწილეობას. მან კონკურსში თავის მოთხრობა „ასკილი“ გააგზავნა. ამჟამად მისი მოთხრობა ოცეულშია.

აზერ მუსაოღლუმ რადიო მარნეულთან საუბრისას თქვა, რომ შარშანაც მიიღო ამ კონკურსში მონაწილეობა.

„უკვე ორი წელია რაც საიტი “Kulis.az” „წლის მოთხრობის“ კონკურსს ატარებს. შარშან სახელწოდებით „ჰაჯი კარა“ მოთხრობა გავუგზავნე. მაგრამ ვერ გავიმარჯვე. ამ წელს ჩემი მოთხრობა „ასკილი“ 128 მოთხრობას შორის ოცეულში მოხვდა".

კონკურსში საქართველოდან მხოლოდ აზერ მუსაოღლუ შეუერთდა.

„ლიტერატურის საიტებს თვალყურს ვადევნებ. კონკურსი როცა ცხადდება მოთხრობა ვუგზავნი. რა თქმა უნდა ლიტერატურასთან დაკავშირებით კონკურსებზე მონაწილეობაზე სულ ვფიქრობ და როცა მზად მაქვს რამე ნაშრომმი ვუგზავნი. კონკურსს სულ ვუერთდები გამარჯვებისთვის".

მუსაოღლუ იმედოვნებს, რომ "კულის.აზ"- ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გაიმარჯვებს. მის მხარდასაჭერად გადადით მითითებულ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ აზერ მუსაოღლუ ადრე ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისი სახელმწიფო დრამატიული თეატრის მსახიობი იყო. 2020 წელს რამდენიმე მსახიობი და დირექტორის მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის ამჟამად გაზეთ ახალი გზის რედაქტორია. აზერ მუსაოღლუ ლექსების და მოთხრობების ავტორია.

შეგახსენებთ, რომ წლის მოთხრობის კონკურსში 128 მოთხრობა იღებს მონაწილეობას. ჟიურის მიერ მოთხრობების შეფასების ეტაპი დასრულებულია. ყველა მოთხრობა კულის.აზ-ის საიტზე წლის მოთხრობის ბლოკზეა განთავსებული. მკითხველებს შეუძლიათ ონლაინ ხმის მიცემით ხმა მისცენ მოწონებულ მოთხრობას. ყველაზე ბევრი ხმას ვინც შეაგროვებს ის სპეციალურ პრიზს მიიღებს.

პრიზები:
  • პირველი ადგილი - ნოუტბუკი და სპეციალური საჩუქრები
  • მეორე ადგილი - სმარტფონი და სპეციალური საჩუქრები
  • მესამე ადგილი - პოკეთბუქი (პლანშეტი) და სპეციალური საჩუქრები
  • „კულის.აზ“-ის მკითხველების მიერ შერჩეული მოთხრობის ავტორი კი სმარტ საათს და სპეციალურ საჩუქრებს მიიღებს.
კონკურსი კომპანია ირშადის სპონსორობით აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ქურდემირის რეგიონალური კულტურის სამმართველოს, წიგნის მაღაზიათა ქსელი “LIBRAFF” და კომპანია „პინტრაველის“ სპონსორობით არის ორგანიზებული.

ონლაინ ხმის მიცემა 26 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამარჯბეულის 26 დეკემბერს 18:00 საათზე ქალაქ ბაქოში მოქმედი წიგნის მაღაზიათა ქსელი “LIBRAFF”-ში ჩატარებული დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოცხადდება.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Hekayə Müsabiqə
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები