საახალწლო ღონისძიებაში მერიამ "ღამის შოუს ბენდს" 15 000 ლარი გადაუხადა
20 დეკემბერს მარნეულში მთავარი ნაძვის ხე საზემოდ აინთო. მუნიციპალიტეტმა წელს ახალი ნაძვის ხე 69 000 ლარად იყიდა და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგა. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის განათებას მუნიციპალიტეტმა ღონისძიება მიუძღვნა.

ტენდერი, რომელიც 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების მომსახურებას ეხებოდა, მუნიციპალიტეტს 85 150 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და მასში მონაწილეობა ხუთმა პერეტენდენტმა მიიღო. ტენდერში ლაშა კვარაცხელიამ გაიმარჯვა.

ადგილობრივ თვითმმართველობას მან ღონისძიების ორგანიზება 70 000 ლარად შესთავაზა.

კონცერტზე სიმღერები „ღამის შოუს ბენდმა“ (სოლისტები გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე, თამთა გორგობნიანი) შეასრულა. მარნეულის ბიუჯეტიდან მათ 15 000 ლარი მიიღეს.

რაც შეეხება დარჩენილ 55 000 ლარს, ის სხვადასხვა მომსახურებებში გადანაწილდა, მაგალითად, გოგონათა გუნდისთვის, რომლებიც მაყურებლის წინაშე არანაკლებ 20 წუთიანი რეპერტუარით წარსდგნენ, თანხა ასევე გათვალისწინებული იყო ღონისძიებების წამყვანებისთვის ანიმატორებისთვის, ფოიერვერკისთვის, დეკორატიული გაფრორმებებისთვის და სხვა.

მარნეულის მერიამ ნაძვის ხის შეძენასა და მისი ანთებისთვის გათვალისწინებულ ღონიძიებაში სულ 139 000 ლარი დახარჯა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები