ამილ მამედოვს მირზა ფატალი ახუნდოვის მუზეუმმა სპეციალური ჯოლდო გადასცა
რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტ ამილ მამედოვს მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმის მიერ სპეციალური ჯილდო გადაეცა. ჯილდო ახუნდოვის სახლ-მუზეუმის თანამშრომლის მიერ 28 დეკემბერს თბილისში ჩატარებულ ღონისძიებაზე „ჩვენი ძალა ჩვენს სოლდარობაშია“ გადაეცა. მამედოვს ჯილდო აზერბაიჯანის კულტურის პოპულარიზაციაში გაწეული მხარდაჭერისთვის გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში ამილ მამედოვთან ერთად სხვა ჟურნალისტებიც დააჯილდოვეს. ამილ მამედოვის თქმით ეს მისთვის ყველაზე ღირებული ჯილდოებიდან ერთ-ერთია.

„ეს ჩემთვის მოულოდნელი ამბავი იყო. ეს ჩემს მიერ მიღებული ჯილდოებიდან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა. ამისთვის ახუნდოვის მუზეუმის თანამშრომლებს დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ სულ ვცდილობდით, რომ ხალხის და ქვეყნის კულტურაზე ვისაუბროთ. ამის მერეც ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას. კიდევ ერთხელ ყველას ვუხდით მადლობას“.

აღსანიშნავია, რომ ახუნდოვის მუზეუმის მიერ ორგანიზებული „ჩვენი ძალა ჩვენს სოლიდარობაშია“ ღონისძიებაზე ფილოლოგ ოქტაი კაზუმოვსაც მირზა ფატალი ახუნდოვის 210 წლისთავისთვის მიძღვნილი ჯილდო გადასცეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები