„ზელიმხანს უყვარდა ხალხის, სამშობლოს, უბრალო ადამიანების გვერდით ყოფნა“ - პროფესორი მაჰმუდ ქემალოღლუ
9 იანვარს სახალხო პოეტის ზალიმხან იაგუბის ხსოვნის დღეა. ზელიმხან იაგუბის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ რადიო „მარნეულს“ პროფესორი მაჰმუდ ქემალოღლუ ესაუბრა.

ქემალოღლუს თქმით, ზელიმხან იაგუბი აზერბაიჯანის პოეზიაში სამედ ვურღუნის დონემდე მივიდა და თავისი სათქმენლი თქვა. ქამალოღლუ აცხადებს, რომ ის მთელ თურქულ სამყაროში ცნობილი პოეტი იყო.

„მის შემოქმედებას დღეს მთელი თურქული ხალხები იცნობს. ზელიმხანი ბორჩალოში დღემდე აღზრდილ მწერლებს შორის ყველაზე მაღალ მწვერვალზე ასული პირი იყო, არამხოლოდ დაბადების სამშობლო, არამედ აზერბაიჯანიც მთელ მსოფლიოს გააცნო. ზელიმხანის შემოქმედება მხოლოდ პოეზიით არ დასრულდა. ის ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწღვაწე იყო. ზელიმხანი ვინმესთან რომ საუბრობდა ან სიტყვით გამოდიოდა ისე საუბრობდა თითქოს ლექსს ამბობდა. ზელიმხანს ეს ნიჭი ღმერთისაგან ჰქონდა ბოძებული, ანუ მისი ყველა სიტყვა თითქოს ლექსი იყო. ადამიანს რომ უჭირდა ერთი სიტყვის სინონიმის პოვნა, ზელიმხანი ერთი სიტყვის 10-მდე სინონიმს იპოვიდა და არც გაუჭირდებოდა. ზელიმხანი უბრალო ადამიანი იყო. ის ხალხის საყვარელი ადამიანი იყო. ის არასდროს იჭერდა თავს სხვებზე მაღლა. ის მიწაზე, თურქულ სამყაროზე დამოკიდებული პირი იყო. მას უყვარდა თურქები, მიწა, სამშობლო, ხალხი. ამ ღირსებამ აამაღლა ის. ზელიმხან იაგუბით ამაყობენ არამხოლოდ ბორჩალოელბი, არამედ აზერბაიჯანი, ასევე თურქული სამყარო. და უფლებაც გვაქვს მითი ვიამაყოთ. ზელიმხანი ჩვენი თანამედროვე იყო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ზელიმხანს შევხდეით რამდენიმეჯერ, მის მეჯლისებზე ვიჯექით, მის საუბარს ვუსმენდით. ზელიმხანს უყვარდა ხალხის, სამშობლოს, უბრალო ადამიანების გვერდით ყოფნა“.

პროფესორი აცხადებს, რომ ზელიმხან იაგუბისავით დიდადი პოეტის ნახვა, მისი ლექსებით გაზრდა ყველასთვის დიდი ბედნიერებაა. ქამალოღლუ აცხადებს, რომ პოეტის მიერ დაწერილი ნამუშევრები ძირითადად აშუღის ჟანრშია შესრულებული.

„თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ, რომ ზელიმხანი ახლოდან დავინახეთ, გავიცანით და ვუსმინეთ. ანუ ამავდროულად ზელიმხანი აშუღის პოეზიამ გადააქცია ზელიმხანად. ესეც არ იყო შემთხვევითი, რომ ჰუსეინ არიფის მერე აზერბაიჯანის აშუღთა კავშირი მან გააქტიურა. ზელიმხან იაგუბი ცდილობდა რომ შეხვედროდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ხელში საზს იჭერდნენ და სიტყვას ამბობდნენ. ზელიმხანს მილიარდობით სურათი აქვს. იმიტომ რომ მას ყველა უყვარდა. უნდოდა მისი სიყვარული ყველასთან სურათებში დარჩენილიყო. როგორც ამბობენ ხანდახან ერთ გადაღებული სურათს დიდ ხსოვნაზე მეტი ფასი აქვსო. რამდენადაც ჩვენი ხალხი, თურქული სამყარო, არსებობს ზელიმხანი იცოცხლებს. ის სულ ხალხის გევდრითაა. დღეს ის სულიერად ცოცხლობს. ზელიმხანმა ეს სამყარო დატოვა, მისი სული, მისი პოეზია ხალხის მეხსიერებაშია“.

მაჰმუდ ქამალოღლუმ აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში, ზელიმხანის საპატივცემულოდ შეკრების და მისი გახსენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მე ერთი პრეტენიზაც მაქვს. ეს იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ბაქოში საზის-პოეზიის მოყვარულები, ზელიმხანის მოყვარულები, მისი აზერბიაჯნაში მცხოვრები მეგობრები მას ერთად იხსენებენ. ჩემი პრეტენზია ისაა, რომ ამ წელს ვერ შევიკრიბეთ და ის ვერ მოვიგონეთ. ეს წელი უკვე გავიდა. მომავალ წელს არამხოლოდ მისი დაბადების დღე, არამედ მისი გარდაცვალების დღეც ერთად უნდა ავღნიშნოთ. ეს ჩვენი შეცდომაა. ამ შეცდომას მე პირადად ჩემს თავზე ვიღებ“.

ზელიმხან იაგუბთან დაკავშირებით საუბრისას პროფესორმა განაცხადა, რომ ცდილობენ პოეტის დაბადების ადგილას, ბოლნისის რაიონში, ზელიმხანის სახელობის პოეზიის სახლის შექმნას.

„ზელიმხან იაგუბის ლექსების კრებული და წიგნები ქართულ ენაზე ითარგმნა. ანუ ქართული საზოგადოება, ქართული კულტურა ზელიმხან იაგუბს იცნობს. ჩვენ მასთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი მიზანი ისაა რომ ღმერთის დახმარებით მის სოფელში, ბოლნისის რაიონის სოფელ კაპანახჩში ზელიმხან იაგუბის პოეზიის სახლი შევქმნათ, პროექტი მომზადებულია. აღნიშნულ პოეზიის სახლში ზელიმხან იაგუბის მთელი შემოქმედება იქნება ასახული. ეს პოეზიის სახლი იქნება. აქ მცხოვრები ახალგაზრდა მწერლები გვყავს, ასაკოვნებიც გვყავს. ყველა წერის უნარის მქონე გაივლის ზელიმხან იაგუბის კონკურსს, ამასაც ვგეგმავთ. ანუ დღეს ზელიმხან იაგუბის პოეზიის სახლისთვის დიდი მოთხოვნილებაა“.

ზელიმხან იაგუბი 1950 წლის 21 იანვარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიში დაიბადა. ეროვნული პოეტი 2016 წლის 9 იანვარს დაიღუპა. ის ბაქოში პირველ პანთეონშია დაკრძალული.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Şair Saz Yazar Zəlimxan Yaqub
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები