გარდაიცვალა მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი
75 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი.

ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსის მეგობრები ავრცელებენ.

თამაზ ყურაშვილმა 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1968-1969 წწ. იყო ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“, 1970 წელს ანსამბლ „ჩანგის“, 1968-1982 წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983-1985 წწ. საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

თამაზ ყურაშვილი არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „სუფთა დაფა“(1982), მხატვრული ფილმის „ისინი“ (1993), თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლის „ათვინიერებენ მიმინოს“ 1985) და სხვ.

თამაზ ყურაშვილს 2011 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

თამაზ ყურაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები