საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით მარნეულის კულტურის
ცენტრი სპექტაკლის „ძახილი“ ჩვენებას გამართავს.
25 თებერვალი საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეა.
„ოკუპაციის დღე - დღე, რომელიც მუდამ უნდა
გვახსოვდეს!
25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მარნეულის კულტურის
ცენტრი გიწვევთ სპექტაკლზე ,,ძახილი"
ძვირფასო პედაგოგებო, დაგეგმეთ საჭირო და მნიშვნელოვანი გაკვეთილი
მოსწავლეებთან, 25 თებერვალს, კულტურის სახლში, 15:00 სთ/ზე. ერთად
გავიმეოროთ ისტორია, რათა
არასოდეს შევეგუოთ
ოკუპაციას!“ - აღნიშნულია მარნეულის კულტურის ცენტრის
განცხადებაში
სპექტაკლი „ძახილი“ საბჭოთა კავშირის პერიოდში მიხეილ ჯავახიშვილის
ცხოვრებასა და სისტემის მიერ მის მკვლელობას აღწერს. მარნეულის
კულტურის ცენტრმა
პერფორმანსი
„ძახილი“ პირველად 11 ნოემბერს წარადგინა, რომელიც მიხეილ
ჯავახიშვილის დაადების დღეს მიეძღვნა.
104 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა
თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა,
ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
საქართველოს გასაბჭოებაზე ბევრი ინფორმაცია მოიპოვება, მაგრამ ცოტამ
თუ იცის, რომ საქართველოს „გაწითლება“ მარნეულიდან, კერძოდ კი სოფელ
შულავრიდან დაიწყო.
1921 წლის 16 თებერვალს შულავერში (ახლანდელი შაუმიანი) „საქართველოს
რევოლუციური კომიტეტი" (რევკომი) შეიქმნა, რომელსაც საქართველოს
„მშრომელთა აჯანყებისთვის“ უნდა ეხელმძღვანელა.
რადიო „მარნეული“