მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 63
მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან
კოვიდ-19-ით 63 070 279 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 43 544
373 ადამიანი, 1 465 095 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 060 811 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე
ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი,
მეხუთეზე კი - საფრანგეთია.