ჯანმო პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღს ასახელებს
მსოფლიო პანდემიას 2022 წლის დასაწყისში დაამარცხებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავად კორონავირუსი გაქრება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა. მასთან ინტერვიუ გაზეთ Die Welt-ში გამოვიდა.

"ვფიქრობ, რომ 2021 იქნება კიდევ ერთი წელი COVID-19-თან ერთად, მაგრამ ახლა მოვლენების უკეთ წინასწარმეტყველება და მათი მართვა შეგვიძლია. 2020 წელს იყო მხოლოდ გაურკვევლობა როგორც ჯანდაცვის სფეროში, ასევე პოლიტიკაში. ერთი წლის თავზე ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით, გვაქვს ინსტრუმენტები, დიაგნოსტიკის პროგრამები, ვაქცინა. ჩემს მუშაობაში წინასწარი დაგეგმარებაა აუცილებელი. ამიტომ ვთვლი, რომ 2020 წელს პანდემიას ჩამოვიცილებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად ვირუსი წავა", - განაცხადა კლიუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ყველას მოუწოდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოთმონება გამოიჩინოს.

"თავიდან მოთხოვნა შემოთავაზებას ყოველთვის აღემატება. პლანეტის ყველა მაცხოვრებლის ერთდროული ვაქცინაცია შეუძლებელია", - განაცხადა მან.

კლიუგეს თქმით, სავარაუდოდ გარდაუვალია ფაქტი, რომ ზაფხულში ევროპის მოქალაქეებს ვაქცინაციის პასპორტი ექნებათ.

"ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი აცრის შემდეგ. თანაც, ვაქცინაციის პასპორტი უთანასწორობას აუარესებს", - განაცხადა კლიუგემ.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები