საბერძნეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა
09:33 / 17.06.2021
თესალონიკში, მიტილინის ქუჩაზე, ქართველი ახალგაზრდა, 26 წლის მამაკაცი წყალდიდობას ემსხვერპლა.
26 წლის ბიჭი მოვარდნილმა ნიაღვარმა გაიტაცა, საიდანც თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა.
ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს.
წყარო:
ინფო რუსთავი