მარნეულის მერია 2 აგვისტოდან ახალ პროექტებს ვეღარ დააფინანსებს
2 აგვისტოდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახალ პროექტებს ვეღარ დააფინანსებს. მიზეზი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს საარჩევნო კედექსით, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე. როგორც მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა გვითხრა, მუნიციპალიტეტი ცვლილებებს შეიტანს ისეთ პროექტებში, რომლებიც უკვე აქვთ ბიუჯეტში ასახული და ფორმირებას საჭიროებს.

„60 დღით ადრე, ბიუჯეტში არ შეიძლება ცვლილებების შეტანა. 2 აგვისტოდან აკრძალულია ისეთი პრიორიტეტები, რომლებიც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული. მაგალითად, სოფელ წერეთელს, ბიუჯეტში საერთოდ არ აქვს გზის გაკეთება და შენ უცებ, 2 აგვისტოს შემდეგ ცვლილება შეგაქვს, ეს დარღვევაა. წლევანდელი ბიუჯეტით წერეთლის სარწყავი არხის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც დამტკიცენბულია ბიუჯეტში. გეგმა გვქონდა 450 000, ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ პროექტი რომლის ღირებულებაც 910 000 ლარს, ამ ბიუჯეტში, ცვლილების შეტანა შესაძლებელია.. ახალი პროპრიტეტის ჩამოყალიბება არ შეიძლება კანონით დღეიდან აკრძალულია“-ამბობს ვუგარ მამედოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი, 46 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Print