"მე სხვისი ფული არ მაინტერესებს" - ალტაი ფაშაევი, რომელმაც პატრონს დაკარგული 6000 ლარი დაუბრუნა
18 წლის ალტაი ფაშაევმა თბილისში, საცხოვრებელი სახლის წინ, საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ალტაი წარმოშობით ბოლნისის რაიონის სოფელ დელერიდანაა, მაგრამ 4 წლის ასაკიდან თბილისში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას ალტაი აცხადებს, რომ საფულე სამსახურიდან სახლამდე მიმავალ გზაზე იპოვა. 15 იანვარს ალტაის 18 წელი შეუსრულდა, ოჯახთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად კი მაღაზია ადრე დაკეტა და
სახლისაკენ გაემართა. იხსენებს, რომ სახლისაკენ მიმავალმა საცხოვრებელ ბინასთან დაგდებული საფულე დაინახა, რომელიც პოლიციაში მიიტანა.

„სამსახურიდან ვბრუნდებოდი, 7-8 საათი იქნებოდა. დაბადების დღე მქონდა, ამიტომაც სამსახურიდან მალე მომიწია დაბრუნება. შენობის წინ დავინახე ქალის საფულე. პოლციიას მივმართე. ერთად ვნახეთ საფულე. შემდგომ პოლიციელბმა საფულიდან პირადობა ამოიღეს. ქალი იპოვეს. თვითონ მოვიდა პოლიციის განყოფილებაში და საფულე აიღო. ბევრი ფული იყო შიგნით. არც მიფიქრია ფულის აღებაზე. მე სხვისი ფული არ მაინტერესებს. ქალს ძალიან გაუხარდა როცა ფული დაუბრნეს. პირველად შემემთხვა ასეთი რამ,“ - აცხადებს ალტაი ფაშაევი

ალტაი ფაშაევმა საშუალო სკოლა უკვე დაამთავრა და მას პირადი ბიზნესი აქვს. დაკარგულ საფულეში რომელიც ალტაიმ პატრონს დაუბრუნა 6 000 ლარამდე თანხა იდო.

საფულე ციცი ხოტენაშვილმა დაკარგა. ის ambebi.ge - სთან ჰყვება, რომ უცხოეთიდან ახლობელმა მობილური ტელეფონი ჩამოუტანა და ტელეფონთან ერთად თანხაც გადასცა, რომელიც ციცის სხვისთვის უნდა მიეცა.

"მანქანაში რომ ჩავჯექი, თანხა საფულეში ჩავდე. საფულე, მეგონა, ჩანთაში ჩავიდე, მაგრამ ქურთუკსა და ჩანთას შორის ჩამვარდნია და მანქანიდან რომ გადმოვედი, ძირს დამივარდა, თუმცა თანხის დაკარგის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და მისი მობილურის ნომერი ჩემს სახელზეა. ბავშვი მეგობართან მყავდა დატოვებული და პოლიციამ მის ნომერზე დარეკა. მეგობარმა დამირეკა და შემატყობინა, რომ საფულე დაკარგული მქონდა. ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი. პოლიციაში რომ დავრეკე მითხრეს, - საფულე, ფულთან ერთად, ახალგაზრდა კაცმა იპოვა და პოლიციაში მოიტანაო... სიხარულისგან ვკანკალებდი, ვკიოდი, ვწიოდი. თან ვფიქრობდი, ვინ არის ის კეთილი ადამიანი, ვინც ეს თანხა იპოვა-მეთქი. ხომ შეიძლებოდა ცდუნებისთვის ვერ გაეძლო. ეს ადამიანი ჩემი გმირია. მას ყველა უნდა იცნობდეს,“ - ამბობს ციცი ხოტენაშვილი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345