ბაქტერიების ბუდე - კბილის ჯაგრისი
კბილის ჯაგრისი ნამდვილი „მინიატურული ეკოსისტემაა“, რომელზეც მილიონობით მიკროორგანიზმი ბინადრობს. მიკრობიოლოგებისა და სტომატოლოგების კვლევებით, ჯაგრისზე შეიძლება იყოს 1-დან 12 მილიონამდე ბაქტერია და სოკო, რომლებიც ჩვენი პირიდან, კანიდან და გარემოდან ხვდება.

რა გვემუქრება ?


მავნე ბაქტერიები: ჯაგრისზე სახლდებიან ისეთი მავნე ბაქტერიები, როგორიცაა სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები, რომლებიც კარიესს იწვევს.

სააბაზანოს მიკრობები: თბილი და ნოტიო გარემოს გამო, აბაზანაში შენახული ჯაგრისები მიდრეკილია

დაბინძურებისკენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯაგრისებზე აღმოჩენილა ნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიკრობები (E. coli, Candida საფუარი და სხვ.).

ტუალეტის „ღრუბელი“: ტუალეტის ყოველი ჩარეცხვისას, ჰაერში ფეკალური მასის მცირე წვეთები იფანტება (1.5 მეტრამდე), რომლებსაც შეუძლია კოვიდ-19-ის, გრიპის ან ნოროვირუსის მსგავსი ინფექციური ვირუსები გადაიტანოს და ჯაგრისზე დალექოს.

როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე?

არ დახუროთ: ექსპერტები გვირჩევენ, არ დავფაროთ ჯაგრისის თავი და არ შევინახოთ დახურულ კონტეინერში, რადგან ტენიანი გარემო ხელს უწყობს მიკრობების ზრდას.

აუცილებელი გამოცვლა: კბილის ჯაგრისი უნდა შეიცვალოს დაახლოებით 3 თვეში ერთხელ, რადგან გაცვეთილი ძაფები უფრო მეტ ბაქტერიას აგროვებს. იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანებისთვის გამოცვლა უფრო ხშირად არის რეკომენდებული.

გამოყენების შემდეგ ჯაგრისის ოთახის ტემპერატურაზე, თავდაყირა მდგომარეობაში გაშრობა მიკრობების რაოდენობას ამცირებს.

ყველაზე ეფექტურ მეთოდებად ითვლება ჯაგრისის ანტისეპტიკურ პირის ღრუს სავლებში (ქლორჰექსიდინი) ან 1%-იან ძმრის ხსნარში მოთავსება 5-10 წუთით.

თუ სააბაზანოში ტუალეტი გაქვთ, ეცადეთ, ჯაგრისი მოათავსოთ რაც შეიძლება შორს და ჩარეცხვისას ტუალეტის თავსახური დააფაროთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები