5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი


დღის პირველ ნახევარში ერთგვარი ქაოსი და ოჯახური პრობლემები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობებს გამოიწვევს, თუმცა საღამოს ვითარება შეიცვლება. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თქვენი ენერგიულობა და ოპტიმიზმი აღაფრთოვანებთ.


კურო


ამ დღეს გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობა და კონფლიქტებიც კი ახლავს. წვრილმანი საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. გირჩევთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ. მალე განწყობა გაგიუმჯობესდებათ და ცხოვრება ძველ რიტმს დაუბრუნდება.


ლომი


გარშემო მყოფი ადამიანების სიყვარული და პატივისცემა ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსებთ. შესაძლოა, ამ დღეს მოაგვაროთ პირადი ცხოვრების პრობლემები, რომლებიც ბოლო დღეების მანძილზე არ გასვენებთ.


ქალწული


უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლების დღეა. გირჩევთ, ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელშიც კარგად არ ერკვევით. იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, ჩანაფიქრის განხორციელება მომავალი წლისთვის გადადეთ. ყოველდღიური საქმეები და საზრუნავი მთელ დროს წაგართმევთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა ერთობლივი საქმიანობისთვის, სტუმრად წასვლისა და სტუმრების მიღებისთვის. ქალებს საშუალება ექნებათ, საკუთარი შესაძლებლობებით საზოგადოება გააოცონ. ხელსაყრელია მოგზაურობა, შეხვედრები, ინფორმაციის გაცვლა და, რა თქმა უნდა, საჩუქრები.


მორიელი


ამ დღეს საქმის კეთება სიამოვნებას მოგანიჭებთ და წარმატებაც არ დააყოვნებს. პლანეტების კეთილგანწყობა თქვენს მხარესაა. საღამო მშვიდი და უშფოთველი იქნება. თავდაჯერებული ხართ და შინაგან კომფორტს გრძნობთ.


მშვილდოსანი


საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თქვენი ხალისიანი განწყობით, ენერგიულობითა და ოპტიმიზმით მოხიბლავთ. შესანიშნავი დღეა მხიარულებისა და ახალი ნაცნობობისთვის.


თხის რქა


ოჯახური საქმეები მთელ დღეს წაგართმევთ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს და ბავშვებს მეტი დრო დაუთმოთ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. გაითვალისწინეთ, რომ უზომო ჭამა თქვენს ჯანმრთელობაზე დამღუპველად იმოქმედებს.


მერწყული


წინააღმეგობრივი დღეა. ერთი მხრივ, ახალი წლის მოახლოება თითქმის ბავშვურ ხალისს გგვრით, მეორე მხრივ კი, საგანგაშო წინათგრძნობით გავსებთ, რაც გლობალურ ცვლილებებს უკავშირდება. გირჩევთ, ბნელი ფიქრები უკუაგდოთ და უპირატესობა მხიარულებას მიანიჭოთ.


თევზები


წინააღმდეგობრივი დღე გელით. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ხალისიანი განწყობა და მხიარულება, საღამო კი იმედგაცრუებას და სევდას მოგიტანთ. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და ყველა პრობლემა დაივიწყოთ - თუნდაც, დროებით.


Print