6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი


დაიწყეთ ურთიერთობის მოგვარება ადამიანებთან, ყურადრება მიაქციეთ მეგობრეებს და ნათესავებს. ახალი საქმის დაწყებამდე, ეცადეთ ძველი საქმე დაასრულოთ.


კურო


ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გიჩნდებათ საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - ყველაფერი შეიძლება ბოლო წუთს შეიცვალოს. ცნობიერისა და ქვენობიერის მჭიდრო კავშირი სწორი დასკვნის გამოტანაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება.


ტყუპები


ნერვებს გაუფრთხილდით - მოსალოდნელია მეგობრებთან ან ნათესავებთან კონფლიქტი. დიდი ხანია გინდათ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ, მაგრამ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება.


კირჩხიბი


უმიზეზო სევდას გრძნობთ, მაგრამ ამ დღეს მოწყენა არ შეიძლება. მიეცით თავს უფლება, რომ საქმისგან დაისვენოთ და ოჯახის წევრებთან ერთად გაერთოთ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან მოსალოდნელია ნაბახუსევი და თავის ტკივილი. გირჩევთ, საღამოს ახალ ტანსაცმელში გამოეწყოთ, რაც განახლებისა და განწმენდის სიმბოლო იქნება.


ლომი


პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. სასიამოვნო სიახლე, მეგობრული რჩევა ან ნათესავებთან შეხვედრა შეიძლება მატერიალურ მდგომარეობაზე ხელსაყრელად აისახოს და ფინანსური წინსვლის საფუძველი გახდეს. ერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას, რაც ძალას გამოგაცლით.


ქალწული


ახალი წლის დასაწყისი რთული იქნება. რთულ პირობებთან ადაპტაცია მოგიწევთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები. ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება, ამიტომ ნერვებს გაუფრთხილდით და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. სამომავლო გეგმებზე შეიძლება მხოლოდ ძველი საქმეების დასრულებისშემდეგ იფიქროთ.


სასწორი


რთული და ქაოსური დღეა. დაბნეული ხართ და საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, რაც შეიძლება გარშემო მყოფებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ერიდეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და სამომავლო გეგმებზე ფიქრს. დღის მეორე ნახევარში სასურველია საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა.


მორიელი


მორიელისთვის ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრები, ნაცნობობა და მომავლის დაგეგმვა. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, რადგან ბევრი წინააღმდეგობა და უსიამოვნებები გელით. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. თანდაყოლილი უნარები დაგეხმარებათ ყველა წინააღმდეგობის გადალახვასა და წარმატების მიღწევაში.


მშვილდოსანი


ამ დღეს თქვენთვის დამახასიათებელი პირდაპირობა შეიძლება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ზედმეტი ემოციურობა და უტაქტო გამონათქვამები წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან ან ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით - ახლა ამისთვის ხელსაყრელი დრო არ გახლავთ.


თხის რქა


სავარაუდოდ, ამ დღეს ყველა პრობლემა ფინანსებს უკავშირდება. სამსახურეობრივ ან საზოგადოებრივ პოზიციებში ცვლილება გელით. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი იფიქროთ.


მერწყული


ამ დღეს წარმატება თქვენს მხარესაა. ვარსკვლავები ბედის შემობრუნებას გპირდებიან. ინტუიცია და წინდახედულება დაგეხმარებათ სწორი მიმართულების პოვნაში. შესაძლოა, სარისკო გადაწყვეტილებამ დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. მთავარია, დროულად გაჩერება შეძლოთ.


თევზები


ამ დღემ შეიძლება აუხსნელი შფოთვა და შევცდომები მოგიტანოთ. მოსალოდნელია ინფექციური დაავადება. თქვენი მგრძნობიარე ბუნება და მიმნდობი ხასიათი შეიძლება, უამრავი ტკივილის მიზეზი გახდეს. ეცადეთ, გაძლიერდეთ და სრულყოფილებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები