12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი


დღე ასოცირდება კოსმიური ენერგიის ათვისებასთან, სიყვარულთან და პატიებასთან. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა და დომინირების სურვილი ახლობელმა შეიძლება, ცუდად გაიგოს, რაც ურთიერთობაში გაუგებრობას გამოიწვევს. პირადი ცხოვრება სავსეა შფოთვით და ორმხრივი უკმაყოფილებით. ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. სასურველია, ამ დღეს ყველას აპატიოთ, ყველა თხოვნა შეასრულოთ და მოწყალება გამოიჩინოთ.


კურო


შესანიშნავი დღე მატერიალური პრობლემების გადასაჭრელად. ფინანსური შემოსავალი გელით. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის. ეცადეთ, წინდახედულება გამოიჩინოთ და ყველა ჩანაფიქრი რეალურ შედეგს მოგიტანთ. ამ დღეს დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება.


ტყუპები


ამ დღეს უამრავი პრობლემაამოსალოდნელი. შესაძლოა, იძულებული გახდეთ, ნანატრი მოგზაურობა გააუქმოთ და, სასიამოვნო დასვენების ნაცვლად, საქმე აკეთოთ. გირჩევთ, ყველა პრობლემას და ყველა წინადადებას სიფრთხილით მოეკიდოთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.


კირჩხიბი


ენერგიით სავსე ხართ და უამრავ საქმეს შეასრულებთ. განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ეს დღე შეიძლება სავსე იყოს ყველანაირი, როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სიურპრიზით. ნურაფრის შეგეშინდებათ, უკვე ყველა პრობლემის გადალახვა შეგიძლიათ.


ლომი


ხელსაყრელი დრეა სამსახურებრივი ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია პოზიტიური კარიერული ცვლილებები, თუმცა გირჩევთ, თქვენი გეგმები და ჩანაფიქრი საიდუმლოდ შეინახოთ, რათა ინტრიგებმა ან შურმა საქმის წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ. პირადი ცხოვრება სავსეა უსაფუძვლო ეჭვიანობით ან პარტნიორის ქმედებების გამო უკმაყოფილებით. შეეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანს.


ქალწული


ზედმეტმა ამბიციებმა დღის პირველ ნახევარში შეიძლება, პრობლემები და სამსახურში უთანხმოებაც მოგიტანოთ. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრა დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ, რადგან დილის საათებში სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.


სასწორი


არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, ყველა საქმე და პრობლემა, რომელსაც ახლა ვერ უმკლავდებით, უკეთესი დროისთვის გადადოთ. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ, საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება მეგობრების, ნათესავების და ბავშვების პრობლემებზე გადაიტანოთ.


მორიელი


ამ დღეს ერთ-ერთ ნათესავთან ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების გამო უიმედობას და გარკვეულ აგრესიას გრძნობთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან მოსალოდნელია თავის ტკივილი და ინტოქსიკაცია.


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა. დღეს ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრას ან სასიყვარულო პაემანს. გირჩევთ, ყველა საქმე დღის მეორე ნახევარში გადაიტანოთ, როდესაც უარყოფითი ტენდენციები თანდათან შემცირდება. გამორიცხული არ არის, რომ ნანატრი მოგზაურობა გააუქმოთ და სასიამოვნო დასვენების ნაცვლად დამატებითი სამუშაო აიღოთ.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან ახალი ურთიერთობების დასამყარებლად. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. პარტნიორებთან ურთიერთობაში არასტანდარტული მიდგომა წარმატების გასაღები იქნება.


მერწყული


წინ სერიოზული პრობლემები გაქვთ. გირჩევთ, ეს დღე სულიერ განვითარებას დაუთმოთ. უმაღლესი იდეალებისკენ სწრაფვამ შეიძლება შინაგანი თავისუფლების განცდა მოგანიჭოთ. სასიამოვნო მიწვევა გელით, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, რადგან ცხოვრებაში მრავალფეროვნებას მოგიტანთ და უამრავ მეგობარს შეგძენთ.


თევზი


ეს დღე ჭეშმარიტების წვდომას განასახიერებს. სასურველია, ტაძარში წასვლა და სხვა ადამიანების პრობლემების გაზიარება. შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და გარშემომყოფთა უზნეობამ ტკივილი მოგაყენოთ, მაგრამ ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ნეგატიური ცხოვრებისეული გარემოებებისგან თავი დაიცვათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google