16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ფრთხილად უნდა იყოთ - მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა, ნერვიულობა და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას ერიდეთ. ამ დღეს მხოლოდ სიმშვიდე, დასვენება და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოგიტანთ სარგებელს.


კურო
ბიზნესსაქმიანობისთვის ცუდი დღეა. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ნაცნობებთან შეხვედრებისა და პარტნიორებთან კონტაქტისგან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ახალ ნაცნობობას ნეგატიური შედეგები მოჰყვება. ერიდეთ ფულის დაბანდებას - იმედგაცრუებული დარჩებით.


ტყუპები
არახელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელების, მეცნიერებისა და ხელოსნობის შესწავლისთვის. კატეგორიულად აკრძალულია მკითხაობა და მაგია. ამან შეიძლება ძალიან საშიში და ბოროტი ძალები მოიზიდოს. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ოპერაციებს - დაპირებული სარგებელი ილუზიაა. ამ დღეს მაქსიმალურად შეზღუდეთ ყველანაირი ურთიერთობა.


კირჩხიბი
ამ მშვენიერი დღის ერთადერთი უსიამოვნება შეიძლება იყოს კამათი ახლობელ ადამიანთან. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ, რათა კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდეს. თუ შესაძლებელია, ეს დღე ბუნებაში გაატარეთ. ასეთ შემთხვევაში, დღის ბოლოს უსაფუძვლო შფოთისგან გათავისუფლდებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ მედიკამენტების მიღებისგან და უარი თქვით ცხოველურ საკვებზე.


ლომი
დასვენების და ენერგიის ახალი წყაროების პოვნის დღეა, რომელიც ნებისმიერი ბიზნესის წარმოებისას სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. თავი შეიკავეთ კომერციული ოპერაციების, არასერიოზული დაპირებებისა და დაუფიქრებელი ხარჯებისგან. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა ახალი ბიზნესის დასაწყებად. შემოქმედებითი და საქმიანი კონტაქტები უახლოეს მომავალში შემოსავალს მოგიტანთ. ახლობელ ადამიანებთან და კოლეგებთან სრული ურთიერთგაგებაა. იზრდება თქვენი ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი.


სასწორი
ოჯახში უამრავი საქმე დაგიგროვდათ, მაგრამ დღის პირველი ნახევარი ასეთი საქმეებისთვის არახელსაყრელი დროა. ეს დღე თვითგანათლებას დაუთმეთ. თავი შეიკავეთ საბოლოო დასკვნებისგან. გირჩევთ, მეორე ნახევარი სიყვარულითა და მზრუნველობით აავსოთ და სანაცვლოდაც იმავეს მიიღებთ.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და განწყობის ხშირი ცვლა. თქვენმა სიმკაცრემ და სხვა ადამიანების აზრის უარყოფამ შეიძლება, შინაგანი დაძაბულობა და გაუცხოება გამოიწვიოს. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდის შენარჩუნება გჭირდებათ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. დიდი შრომის შედეგად ყველა საქმის მოგვარებას შეძლებთ. მშვილდოსან ქალებს მოგზაურობის სიყვარული და სახლში იშიათად ყოფნა პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარუმატებლობის შესახებ გაფრთხილებენ. მშვილდოსანმა კაცებმა თავი უნდა შეიკავონ ცრუ დაპირებების გაცემისგან და ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ.


თხის რქა
მონანიებისა და წყენის პატიების დღეა. ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და ენთუზიაზმით იწყებთ ყველა საქმის ერთდროულად კეთებას. წარმატებას პრობლემების სწორი გადაჭრის უნარი და შეუპოვრობა მოგიტანთ. ვარსკვლავები იმდენად კეთილგანწყობილები არიან თქვენ მიმართ, რომ ნებისმიერ საქმეს პირველივე ცდაზე გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისა და მკურნალობისთვის.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი წარმოუდგენლად მაღალია. შესაძლებელია, დღეს მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ ან საკუთარი საწარმოს გაფართოებაზე ფიქრი დაიწყოთ. თქვენი უნიკალურობა, არასტანდარტული შეხედულებები და ექსცენტრულობა კარგად ნაცნობ ადამიანებსაც კი გააოცებს.


თევზები
არახელსაყრელი დღე ახალი საქმიანობისთვის. თავი შეიკავეთ მაცდური შეთავაზებებისგან და საქმეები, რომლებსაც ახლა ვერ უმკლავდებით, უკეთეს დრომდე გადადეთ. ეცადეთ, საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება მეგობრების, ნათესავებისა და ბავშვების დახმარებაზე გადაიტანოთ. ისინი თქვენს მხარდაჭერას ელიან. თევზ ქალებს მშვიდი გარემო და ყურადღება სჭირდებათ. ერიდეთ ყველაფერს, რაც შეიძლება, სკანდალებისა და ჩხუბის მიზეზი გახდეს.


Print