17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დაძაბული დღეა, რადგან კოლეგებთან ან ახლობლებთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ეს დღე სერიოზულ პროვოკაციებთან, დანაკარგებთან და მოტყუებასთან ასოცირდება. მოსალოდნელია ემოციური გადაღლა, რაც ქრონიკული დაავადებების გამწვავებით გემუქრებათ. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და გაღიზიანება. ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს გაერიდოთ და ყურადღება სხვა საქმეებსა და პრობლემებზე გადაიტანოთ. ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულის და ზრუნვას ელიან.


კურო

მოსალოდნელია პრობლემები ოჯახში ან უახლოეს ნათესავებთან. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ყველა კონფლიქტი გამოწვეულია თქვენი ჰიპერმგრძნობელობით. ეცადეთ, ყველა შენიშვნა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. გამოიჩინეთ ტაქტი და თავშეკავება. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ.


ტყუპები

სამსახურებრივი საქმეები თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებულობას მოითხოვს. გამორიცხული არ არის პრობლემები ოჯახში ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში. გახსოვდეთ, რომ ყველა კონფლიქტის მიზეზი თქვენივე ხასიათია. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


კირჩხიბი

ეს დღე შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: წარუმატებელი პირველი ნახევარი და წარმატებული მეორე ნახევარი. სავარაუდოდ, ადამიანი, ვისზედაც დამოკიდებული ხართ, თქვენი მუშაობით კმაყოფილი არ არის. მზად იყავით სერიოზული საუბრისთვის, რადგან მისი შედეგები შეიძლება, მოულოდნელი იყოს. გირჩევთ, საპასუხისმგებლო საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ. ეცადეთ, ბავშვების აღზრდაში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ. ამ დღეს ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა.


ლომი

რთული დღეა, რომელიც სერიოზულ პროვოკაციებთან და ტყუილებთან ასოცირდება. მოსალოდნელი კონფლიქტები და გაუგებრობები დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ სიტუაციას თქვენს სასარგებლოდ ვერ შემოაბრუნებთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი საქმეების კეთება მოგიწევთ. გამორიცხული არ არის განწყობის მკვეთრი ცვლილება და გაღიზიანება. ეცადეთ, კონფლიქტი სხვა საკითხებზე გადასვლით აიცილოთ.


ქალწული

ფინანსური ოპერაციების მიმართ დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და გარიგებებს. მოსალოდნელია მცირე დანაკარგი ან ქურდობა. შესაძლოა, მომგებიანი საქმე შემოგთავაზონ, მაგრამ შედეგს საკმაოდ დიდხანს უნდა ელოდოთ.


სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. მზად იყავით უფროსთან სერიოზული საუბრისთვის. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ, მაგრამ ძველი პრობლემები დამშვიდების საშუალებას არ მოგცემთ. სასურველია, მოქმედების ახალი ტაქტიკა შეიმუშაოთ. ამ დღეს სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა და სპორტული ვარჯიშები.


მორიელი

ეს დღე წარმატებას გპირდებათ, თუმცა მაცდური ბიზნესშემოთავაზებების გამო მოსალოდნელია გაურკვევლობა. გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სიბრძნე და გამჭრიახობა ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი

გადაუჭრელი პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები თქვენგან სწრაფ რეაგირებას და მაქსიმალურ აქტიურობას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება მოგიწიოთ. გულუბრყვილობის გამო, შესაძლოა, ბოროტი ხუმრობების სამიზნე გახდეთ. პარტნიორთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. გახსოვდეთ ყველა გაუგებრობის მიზეზი თქვენი სიჩქარეა.


თხის რქა

აქტიური ბრძოლისა და დაპირისპირების პერიოდია. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ ოპერაციებს და ფულის ხარჯებს უნდა მიაქციოთ. ერიდეთ საყვარელ ადამიანებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას შესაძლო გართულებებსა და იმედგაცრუებას. თქვენი პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა და ცდუნებების აყოლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება.


მერწყული

ეს დღე ქაოსთან, პრობლემებთან და დაღლილობასთან ასოცირდება. სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო საქმეებთან გამკლავება მოგიწევთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები - სავარაუდოდ, გამწვავდება ნერვული სისტემის დაავადებები. ახლობლების პირადი ცხოვრებისგან თქვენი დისტანცირება არასწორია. ეცადეთ მათ თქვენი მაქსიმალური ჩართულობა და მზრუნველობა დაანახოთ.


თევზი

ეს დღე თქვენი შემოქმედების ზრდის მაუწყებელი გახდება და წარმატებას მოგიტანთ. ცვლილებებს მატერიალურ ცხოვრებაში აუღელვებლად მიიღებთ. ნუ დაელოდებით უკეთეს დროს და ხელსაყრელ მომენტს. ეცადეთ, საკუთარ თავში სისტემური შრომისუნარიანობა განავითაროთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები