18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს სამსახურებრივი საქმეები და და პიროვნული ურთიერთობები თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას, დისციპლინას და ორგანიზებულობას მოითხოვს, თუმცა წარმატება მოჩვენებითი იქნება. ეცადეთ, საკუთარ პრობლემებსა თუ წარუმატებლობებში არ ჩაიკეტოთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების და განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობას.

კურო

შრომისმოყვარეობა და დისციპლინა ნებისმიერ საქმესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ. ახალი პროექტების დაწყებამდე, ძველი პროექტები დაასრულოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ბევრი რამ, რაზეც იმედებს ამყარებთ, არარეალური აღმოჩნდება, ხოლო ზედმეტმა აურზაურმა და სტრესმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დაანგრიოს. ასე რომ, თავს გაუფრთხილდით და არც კონკურენტები და შურიანი ადამიანები დაივიწყოთ. არსებობს ტრავმის ან დაავადების საფრთხე, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.

ტყუპები

კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციის დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოსალოდნელია განწყობის მოულოდნელი ცვლილება, ნერვიულობა ან დაავადება. შეიძლება, იძულებული გახდეთ, რომ მეგობრებთან ურთიერთობას გადახედოთ.

კირჩხიბი

ერიდეთ კამათს და კონფლიქტებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს, რადგან ნერვები და ენერგია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და დასაძინებლად დროულად დაწვეთ.

ლომი

დღეს ვარსკვლავები სიყვარულს და ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობებს ეხმარებიან. არ არის გამორიცხული, რომ ქალებს ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ნებისმიერი საზოგადოების დედოფლად გაქცევთ. ამ დღეს ლომი მამაკაცის კეთილშობილება უამრავ ქალბატონს მოხიბლავს. ახალი ნაცნობობა შეიძლება გრძელვადიან სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ქალწული

კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციის დღეა. შინაგანი მოუსვენრობა გტანჯავთ, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ ან ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ასევე, ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ ახლობლების ჯანმრთელობას.

სასწორი

სიცრუითა და ცდუნებებით სავსე, მძიმე დღეა. არსებობს ხანძრის ან უცხო ადამიანებთან დაპირისპირების საფრთხე. ეცადეთ, გამბედაობა და თვითკონტროლი არ დაკარგოთ. გირჩევთ, კონფლიქტური საკითხების მოგვარებისას, დიპლომატია, მჭერმეტყველება და დამაჯერებლობა გამოიყენოთ. სიზმარში წიგნის ნახვა ნიშნავს, რომ მეგობრების რჩევა გჭირდებათ.

მორიელი

იღბლიანი დღეა - ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ამ დღეს ხელსაყრელია სამსახურის შეცვლა ან საქმიან ურთიერთობებში სიახლეების შეტანა. შესაძლოა, ადრე დადებულმა გარიგებებმა სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. სასურველია, რომ ეს დღე სახლის გარეთ, მაგალითად, მეგობრებთან ერთად გაატაროთ, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიიჩინოთ. სერიოზული მტრები თითქმის არ გყავთ, მაგრამ სასურველია, რომ გარეშე პირებმა თქვენი გეგმების შესახებ არაფერი გაიგონ. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები გულუხვობა და მეტი ეკონომიურობა გამოიჩინოთ - წინ დიდი ხარჯები ან ფინანსური ზარალი გელით. მოსალოდნელი კონფლიქტების გადასაჭრელად თქვენი მჭერმეტყველება და ლოგიკუ უნდა გამოიყენოთ.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. თქვენი ცხოვრებისეული პოტენციალი იკლებს. მოსალოდნელია განწყობის უცაბედი ცვლილებები, ან მსუბუქი დაავადება. საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს უნდა მიაქციოთ.

მერწყული

გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა, რომლის დევიზია ეკონომიკა და ეკონომიურობა. დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. შუადღისას შესაძლებელია მცირე უსიამოვნება უფროსთან ან პარტნიორებთან. სწორი გადაწყვეტილებების პოვნაში ოჯახის წევრთა ნდობა დაგეხმარებათ.

თევზები

პასიური დღეა, ამიტომ უმჯობესია, ლოდინის ტაქტიკა აირჩიოთ. გირჩევთ, ამ დღეს დებატებში ჩართვას ერიდოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, განმარტოვდით. ეს დაგეხმარებათ გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან ბევრი უარყოფითი ემოცია აიცილოთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმოთ. ინტიმური თვალსაზრისით ეს დღე ბედნიერების განცდას მოგიტანთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები