26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს, წარმოუდგენელი მარტივად შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც ადრე მიუწვდომელი ჩანდა. არ არის გამორიცხული, რომ მშობლებისგან, მეგობრებისგან ან პარტნიორებისგან ფინანსური დახმარება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისთვის ძალები გონივრულად გადაანაწილოთ.

კურო

ეს დღე ბიზნესის სფეროში დასაქმებულ კურო მამაკაცებს წარმატებას ჰპირდება. სწრაფი რეაქცია, სწორი გადაწყვეტილებების პოვნის უნარი, ინტუიცია - ეს ყველაფერი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. კურო ქალებს კი მცირე პრობლემები ელით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ ექიმს დროულად მიმართოთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ, ნაკლები ინერვიულოთ და ახალი ხილ-ბოსტნეული მიირთვათ. ეს ზუსტად ისაა, რაზეც ფული არ უნდა დაზოგოთ. ბიზნესში დასაქმებულ ტყუპებს წარმატება ელით. ვარსკვლავები ტყუპ ქალების ექიმთან მისვლას ურჩევენ - მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სიზმარში დაღვრილი წყალი ან რძე ცუდი ნიშანია.

კირჩხიბი

თუ ურთიერთობების გარკვევას ვერ ასცდით, ეცადეთ, რომ საქმე კონფლიქტამდე და ყვირილამდე არ მიიყვანოთ. ამ დღეს ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. სასურველია ექიმთან ვიზიტი. გირჩევთ, დაავადების სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა, როდესაც არარეალური ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს. თუ შინაგანი ენერგიის გაღვიძება და ამოქმედება შეძელით, ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყებული სამუშაოს წარმატებით დასასრულებლად ძალების გადაჯგუფება მოახდინოთ ან ახალი მოკავშირეების იპოვოთ.

ქალწული

ეს დღე ფიზიკურ დატვირთვასთან და ინფორმაციის მიღებასთან ასოცირდება. შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიება ან საქმიანობის შეცვლა წარმატებით დასრულდება. ეცადეთ, ცოტა ხნით ყველანაირი დაპირისპირება და გაუგებრობა დაივიწყოთ.

სასწორი

ამ დღეს წინა დღის დეპრესიული განწყობა და ტენდენცია სიცოცხლისუნარიანობის შემცირებისკენ შენარჩუნდება. მოულოდნელმა ამბავმა შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ და გუნება-განწყობა გაგიფუჭოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, ექიმს დროულად მიაკითხოთ.

მორიელი

რთული საქმეების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა. ამაში შემოქმედებითი ხედვა და გონიერება დაგეხმარებათ. თუ იმ საქმის დაწყება გადაწყვიტეთ, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, ეს შეიძლება, თქვენი აღიარებისა და პოპულარობის საფუძველი გახდეს. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. შეიძლება, აყურდღებო სიმპტომები აღმოაჩინოთ, ამიტომ ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვილდოსან მამაკაცებს წარმატება პირდება. თქვენ გარშემო, როგორც წესი, ბევრი ადამიანია, რომლებსაც ორიგინალური აზროვნებით, კარგი მანერებით და სამყაროს არასტანდარტული ხედვით იზიდავთ. მოკავშირეების მხარდაჭერა, კომუნიკაბელურობა, სწორი გადაწყვეტილებების პოვნის უნარი - ეს ყველაფერი ბიზნესის წარმატებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მშვილდოსან ქალებს ურჩევენ, რომ პარტნიორს უფრო ახლოს გაეცნონ. ის, ალბათ, სულაც არ არის ის, ვინც გგონიათ.

თხის რქა

შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ ან მოღვაწეობის სფერო შეცვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ თხის რქა მამაკაცებს ახალმა ნაცნობებმა ან შთაბეჭდილებებმა შეიძლება მომავალში უამრავი პრობლემა შეუქმნან. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი სახლში. ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ და მცირე ოჯახური ზეიმი მოაწყოთ.

მერწყული

კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციის დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სულიერ განვითარებას, საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. გამორიცხული არ არის, მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვა მოგიწიოთ. გირჩევთ, ხელმოკლე ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ.

თევზი

ამ დღის მთავარი ამოცანა ეკონომია და ფინანსების სწორად განაწილებაა. თუ ამას შეძლებთ, წლის ბოლომდე თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სრულ დამოუკიდებლობას მიიღებთ. ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები