404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

სავარაუდოდ, იძულებული გახდებით, რომ თქვენი თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ ან დამატებითი პასუხისმგებლობები აიღოთ. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, ახლობლებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ.

კურო

სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში დაძაბული შრომა ამ დღეს სასურველ შედეგებს მოგიტანთ, თუმცა წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება გელით. შესაძლებელია, ამ დღეს კურო მამაკაცებმა ძველი ოცნების განხორციელება შეძლონ. თქვენი აქტიურობა გარშემო მყოფთა სიმპათიებს გამოიწვევს. კურო ქალებს ნერვული სტრესი ან დამქანცველი მუშაობა ელით. მოსალოდნელია საკუთარი თავით უკმაყოფილება. ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი გზების მდგომარეობას.

ტყუპები

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რამაც შეიძლება, თქვენს გეგმებზე იმოქმედოს. სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან მოსალოდნელია კონფლიქტი. გამორიცხული არ არის პრობლემები მეგობრებთან ურთიერთობაშიც. უფრთხილდით ხორციელ ცდუნებას - ეს ამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ამ დღეს გრძნობებში მოსალოდნელია ქაოსი, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და ცვლილებების სურვილი. მთელი ყურადღება სამსახურებრივ პრობლემებზე გაქვთ გადატანილი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ლომი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ოდნავ გაიზრდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო ამბებმა ან ახლობელი ადამიანის მოქმედებამ თქვენი განწყობა საფუძვლიანად დაანგრიოს და მუშაობის ხალისი დაგიკარგოთ.

ქალწული

პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ძველი საქმეები მოაგვაროთ, ხოლო გაბედული პროექტები უფრო შესაფერისი დროისთვის შემოინახოთ. დღის მეორე ნახევარში ბავშვებთან ურთიერთობა შვებას და კმაყოფილებას მოგგვრით.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შენაძენი მომგებიანი იქნება, გარიგება კი - პერსპექტიული. სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. თანდათან უმჯობესდება ურთიერთობა უფროსთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ახლობლებელ ადამიანებთან. არ არის გამორიცხული შეხვედრა, რომელიც დიდ სიხარულს მოგიტანთ. შუადღისას შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ძილის წინ გასეირნება და თბილი აბაზანა გამოგაკეთებთ.

მორიელი

პასიური დღეა. გირჩევთ, მუშაობის ტემპი შეანელოთ და საქმიანი ქაღალდები მოწესრიგოთ. ეცადეთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ. მით უმეტეს, რომ პირად ცხოვრებაში სრული იდილიაა ნავარაუდევი. უახლოეს დღეებში ბედის მკვეთრ შემობრუნებას უნდა ელოდოთ.

მშვილდოსანი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც უსიამოვნებას მოგიტანთ. ეცადეთ, მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან აიცილოთ. საკუთარი ამპარტავნება პარტნიორის ნამდვილი განზრახვების დანახვაში ხელს გიშლით.

თხის რქა

პასიური დღეა. გირჩევთ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ და ყველა შესაძლო ვარიანტის გათვალისწინებით, საუკეთესო აარჩიოთ. ინდივიდუალური საქმიანობა არახელსაყრელია - როგორც არ უნდა ეცადოთ, შედეგი მოლოდინის საპირისპირო იქნება.

მერწყული

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ ინტუიციას უნდა ენდოთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები სავარაუდოდ წარმატებული და მომგებიანი იქნება. მნიშვნელოვან საბუთებთან მუშაობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეს განსაკუთრებით მერწყულ მამაკაცებს ეხებათ.

თევზები

წინააღმდეგობრივი დღეა. გარეგნული კეთილდღეობის მიუხედავად, შეიძლება, შინაგანი შფოთვა და ნერვიულობა იგრძნოთ. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი ოჯახსა თუ სამსახურში პრობლემებს შეგიქმნით. ნაკლები სისულელე რომ აკეთოთ, ეცადეთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. თქვენი ორგანიზმი სრულფასოვან დასვენებას და პროფილაქტიკურ მკურნალობას საჭიროებს.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია