11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ვერძ ქალებს საინტერესო ადამიანის გაცნობა ან ხანმოკლე რომანტიკული თავგადასავალი ელით. მამაკაცებს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს და მეორე დღეს ახდეს. ხილ-ბოსტნეული სიზმარში - სურვილების ასრულებას ნიშნავს.

კურო

დაძაბული კვირის შემდეგ ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად გართობა ან საინტერესო მოგზაურობა გჭირდებათ. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ამპარტავნებაზე უარი თქვათ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს, რომლებსაც ვარსკვლავები გიგზავნიან. დანის ან ჩანგლის დავარდნა ან გატეხილი მინა ცუდი ნიშანია.

ტყუპები

შენდობის და მიტევების დღეა. იზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა და ოპტიმიზმი, რასაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანის გამოჩენა მოჰყვეს. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური მოქმედებებისთვის, ახალი ხელობის შესწავლისთვის, შემოქმედებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის. საღამოს გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს ბევრი მოულოდნელობა გელით - სასიამოვნოც და უსიამოვნოც. ეცადეთ, ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყოთ. გირჩევთ, ამ დღეს მუშაობაზე მეტი დრო დასვენებას დაუთმოთ. უთხარით ყველას, რომ დაიღალეთ და ნაკლებად შეგაწუხონ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ოჯახური ურთიერთობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, მაგრამ თქვენმა გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება გაუგებრობა და უთანხმოება გამოიწვიოს. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტას. ქალებს ახალი, საინტერესო ადამიანის გაცნობა ელით. მამაკაცებს ვურჩევთ ექსტრავაგანტურ ქცევებს ერიდონ, რადგან ამან შეიძლება, მათი პირადი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს.

ქალწული

ვარსკვლავები ისევ თქვენს სასარგებლოდ არიან განწყობილები. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური მოქმედებების, ახალი ხელობის შესწავლის, შემოქმედებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტივი შეიტანოთ. ეცადეთ, წინდახედულება გამოიჩინოთ. ეს ერთადერთი გზაა, რომ ძვირფას ადამიანთან დაკავშირებით დაუფიქრებელი გადაწყვეტილება თავიდან აიცილოთ.

სასწორი

სასიცოცხლო პოტენციალი უმაღლეს დონეზეა, ამიტომ იღბალიც თქვენ მხარეზეა. სასურველია ახალი საქმის დაგეგმვა, შედეგების შეჯამება და ახლობელ ადამიანებთან ერთად მშვიდი დასვენება ბუნების წიაღში. საყვარელი საქმის კეთება ნერვულ დაღლილობას მოგიხსნით.

მორიელი

თუ მოინდომებთ, ადრე დაწყებული საქმეები ამ დღეს წარმატებით დასრულდება. კომუნიკაბელურობა და აქტიურობა რთული სამუშაო კვირისთვის მოგამზადებთ. გირჩევთ, ახალი პასუხისმგებლობის აღება თავიდან აიცილოთ და დიდი ხნის წინ, ნათესავებთან დაწყებული დავა დაასრულოთ.

მშვილდოსანი

პატიების დღეა. გირჩევთ, ყველა ძველი წყენა დაივიწყოთ და დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე იზრუნოთ. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობის, შემოქმედებითი და სამეცნიერო მუშაობისთვის. პირად ცხოვრებაში გამორიცხული არ არის ხელსაყრელი ცვლილებები.

თხის რქა

ეს დღე მრავალმხრივ ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს: კოლექტიური მოქმედებები, ახალი ხელობის შესწავლა, შემოქმედება და სამეცნიერო მუშაობა. ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი. ფინანსური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდება - მოსალოდნელია მოგება ან ვალის დაბრუნება.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. კომერციული მოგზაურობა წარმატებით დასრულდება, თუ წვრილმანებზე დროს არ დაკარგავთ და ყურადღებას მთავარ საკითხებზე გაამახვილებთ. ოჯახური ატმოსფერო საგრძნობლად გაუმჯობესდება.

თევზი

ამ დღეს ბევრ თევზს საკუთარ გეგმებზე უარის თქმა და ახლობლების პრობლემებზე ყურადღების გადაიტანა მოუწევს. ეცადეთ, საკუთარი მოთხოვნილებები შეამციროთ და ხორციელ ცდუნებებს შეეწინააღმდეგოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები