12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დაძაბული დღეა, რომელიც შეიძლება ვერძი ქალებისთვის ძალიან რთული იყოს. მათი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, შესაბამისად, მოსალოდნელია სირთულეები ოჯახურ ურთიერთობებში, გაუგებრობა ან შეცდომები მუშაობაში და წარუმატებლობები პირად ცხოვრებაში. მამაკაცებს პირიქით, ვარსკვლავების მფარველობა აქვთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზი, სასიხარულო ამბავი ან მოგება გელოდებათ. სტუდენტებმა სწავლის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

კურო

ახალი კვირის დასაწყისი წინააღმდეგობრივი იქნება. გირჩევთ, საკუთარი მოქმედებები საგულდაგულოდ დაგეგმოთ. პროფესიული საქმიანობის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ეცადეთ, მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და კოლეგებთან ან უფროსებთან ურთიერთობა არ გაირთულოთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენს რჩევას ან შემოთავაზებებს გამოხმაურება მოჰყვება.

ტყუპები

სავარაუდოდ, დაძაბული დღე იქნება, ამიტომ ეცადეთ, ყველა მოქმედება ყურადღებით დაგეგმოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, თუმცა ამაში თავად იქნებით დამნაშავე. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია. ეცადეთ, ეს დანაკლისი აუნაზღაუროთ. ხელსაყრელი დროა სპორტული ვარჯიშებისა და უცხო ენების შესწავლისთვის. იზრდება სექსუალური პოტენციალი და ინტუიცია.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. მშვიდად შეასრულეთ მიმდინარე დავალებები, იზრუნეთ სახლის კეთილმოწყობაზე და შეიძინეთ სასურველი ნივთები. ნუ ეცდებით, რომ სანატრელს დაუყოვნებლივ მიაღწიოთ. ამ დღეს იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ მოგისმენენ და გაგიგებენ.

ლომი

ლომი მამაკაცების სიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები, (შესაძლოა, ურთიერთობის გაწყვეტა), შეცდომები, სამსახურში გაუგებრობები და უფროსების პრეტენზიები. ქალები ვარსკვლავების განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და ნებისმიერ საქმეში წარმატება ელით.

ქალწული

წინააღმდეგობრივი და საკმაოდ სტრესული დღეა, განსაკუთრებით - ქალწული მამაკაცებისთვის. მათი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ, პარტნიორებთან ურთიერთობაში სირთულეები ან დოკუმენტებთან მუშაობისას გაუგებრობა გელით. ქალებისთვის პირიქით, მშვიდი და წარმატებული დღეა. თქვენი მომხიბვლელობა და მხიარულება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოხიბლავს.

სასწორი

მძიმე და დაძაბული დღეა, განსაკუთრებით - ლიდერებისა და ხელმძღვანელებისთვის, რომელთა შეცდომას მყისიერად ავტორიტეტის დაქვეითება მოჰყვება. გირჩევთ, საკუთარი მოქმედებები კარგად დაგეგმოთ და მოსალოდნელი შედეგი გაითვალისწინოთ. არ არის გამორიცხული ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ზარალი. თქვენი უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის გამო, არც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დაძაბვაა გამორიცხული. ახლობლებს თქვენი ყურადღება აკლიათ, შეეცადეთ, ეს დანაკლისი აუნაზღაუროთ.

მორიელი

კრიტიკული დღეა. შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. უძრავი ქონების შეძენა ან საბოლოო დასკვნების გაკეთება სხვა დროისთვის გადადეთ. გამორიცხული არ არის ფინანსური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მოგზაურობაზე ოცნებას დროებით უნდა დაემშვიდობოთ. სასურველია განმარტოება.

მშვილდოსანი

ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ხელმძღვანელობისგან შეძლება კრიტიკული შენიშვნები მიიღოთ. გაზრდილი პიროვნული ხიბლი და კომუნიკაბელურობა დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც შეიძლება, ძალიან სტრესული აღმოჩნდეს. ამ დღეს ქალებს ბედის მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. სავარაუდოდ, თქვენი სურვილები და პრეტენზიები თქვენი თანამგზავრის სურვილებს ეწინააღმდეგება.

მერწყული

ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ. ალბათ, გადაუჭრელი პრობლემები ან ძველი საქმის განხილვა მნიშვნელოვან დროს ან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. სტაბილურ წყვილებშიც კი მოსალოდნელია უთანხმოება დასაქმების ან ურთიერთობის დეფიციტის გამო.

თევზები

ეს დღე საქმიანი აქტიურობის ზრდას განასახიერებს. დროა, გეგმების შესრულებაზე იფიქროთ. ეცადეთ, მოღვაწეობის სფერო გააფართოოთ ან ძველი პრობლემის გადაჭრის გზა მონახოთ. არასტანდარტული აზროვნება, მდიდარი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ცხოვრებას ოპტიმიზმით შეხედავთ, საქმიანობის ყველა სფეროში წარმატებას მიაღწევთ. თევზ მშობლებს შვილები წარმატებით გაახარებენ.
Print